თემურ უგულავასთვის პატივის მისაგებად ადამიანებს სასტუმრო „სტამბაში“ ყვავილები მიაქვთ.
ქართველი ბიზნესმენი თემურ უგულავა დღეს, 22 ივნისს, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ბოლო პერიოდში დასმული მძიმე დიაგნოზის შემდეგ ბიზნესმენი საზღვარგარეთ მკურნალობდა.
თემურ უგულავას სახელს უკავშირდება Rooms-ის სასტუმროები თბილისში, ყაზბეგში, კოხტასა და ბათუმში, სასტუმრო „სტამბა“, „ლოლიტა“, ჰოსტელი „ფაბრიკა“, „უდაბნო“ და სხვა ბიზნეს-ობიექტები საქართველოში.
ფოტო: „რადიო თავისუფლება“
