ლელო“ მიხეილ სააკაშვილს პასუხობს – თაზო დათუნაშვილის თქმით, მიუღებელია კრიტიკა იმ ადამიანისგან, რომელმაც “ქვეყანა და საკუთარი თავი რუსებს და ივანიშვილს ჩააბარა.“
“ლელოს“ ლიდერი სააკაშვილს მოუწოდებს, საკუთარ თავს მაინც დაუჯეროს და თავისივე ნათქვამი გაიხსენოს, “სხვისი ლანძღვით პოლიტიკურ კაპიტალს ვერავინ ვერ დააგროვებსო“.
“ტალახის სროლა არაფრის მომტანი არ არის, ამით დამატებით პოლიტიკურ ქულას ვერავინ დაიწერს“, – ამბობს დათუნაშვილი.
“მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე აბსოლუტურად ყველა თავის საქმეში იყვნენ წამატებულები. მიხეილ სააკაშვილმა ჯერ ეს ქვეყანა ჩააბარა რუსებს და ივანიშვილს და მერე საკუთარი თავი და შუაში რამდენჯერმე ჩამოშალა “ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობა, ერთ დროს ფლაგმანი ვარდების რევოლუციის. თავად სააკაშვილს პერიოდულად გამონათებები აქვს ხოლმე საღი აზრის და ერთ-ერთი ასეთი გამონათების დროს ნათქვამი, რომ “სხვისი ლანძღვით პოლიტიკურ კაპიტალს ვერავინ ვერ დააგროვებსო“ მის ამ ფრაზას ვეთანხები და საკუთარ თავს მაინც დაუჯეროს ხოლმე პერიოდულად, ვიცი, რამდენად აფასებს საკუთარ თავს. შესაბამისად, ეს ტალახის სროლა არაფრის მომტანი არ არის, ამით დამატებით პოლიტიკურ ქულას ვერავინ დაიწერს, ჩემთვის უბრალოდ, ძალიან საბრალო შესახედია, ვარდების რევოლუციის შემოქმედი და კაცი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ერთ-ერთი ავტორი ნამდვილად არის, იქამდე დაეცეს, სადამდეც ახლა არის” – განაცხადა დათუნაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა “ლელოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, პარტია “ახალთან“ ერთად, ბიზნესპროქტებად მოიხსენია და განაცხადა, რომ ორივე მათგანი “ნაციონალური ელექტორატის ჩამოსაშლელად შეიქმნა”.
“ახლებში“ სააკაშვილის განცხადებაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.
