ბიძინა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო შსს-ს „სისტემური მონიტორინგის“ სამმართველომ აქციების აქტიურ მონაწილეს, თამუნა გიორგაძეს სამართალდარვევის ოქმი შეუდგინა.
11 ივნისს აქტივისტმა ბიძინა ივანიშვილი დაწყევლა. ოქმს, რომელიც 15 ივნისით თარიღდება, სამმართველოს განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი სანდრო კეპაშვილი აწერს ხელს. ახალმა სამმართველომ ჩათვალა, რომ პოსტის შინაარსი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სავარაუდო სამართალდარღვევის ნიშნებს შეიცავს.
აღნიშნული მუხლი ჯარიმას [500 ლარიდან 3 000 ლარამდე ოდენობით] ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით ითვალისწინებს.
