Monday, June 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პროკურორი განმარტავს, რატომ არ გაუფორმდა 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ ზურაბ ჭავჭანიძეს საპროცესო შეთანხმება

June 22, 2026
პროკურორი განმარტავს, რატომ არ გაუფორმდა 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ ზურაბ ჭავჭანიძეს საპროცესო შეთანხმება

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულების საქმის პროკურორი, თამარ იაკობიძე განმარტავს, თუ რატომ არ გაუფორმდა მსჯავრდებულ ზურაბ ჭავჭანიძეს საპროცესო შეთანხმება.

როგორც იაკობიძე განმარტავს, ბრალდებული არც პროკურატურისთვის გაგზავნილ განცხადებაში და არც სასამართლო პროცესზე, დანაშაულს არ აღიარებდა, ის მხოლოდ საპროცესო შეთანხმებას ითხოვდა.

პროკურორის თქმითვე, საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნის უფლება მსჯავრდებულს მეორე ინსტანციის სასამართლოშიც აქვს, თუმცა, ამ მოცემულობით, ჭავჭანიძეს უარი დანაშაულებრივი ქმედების არ აღიარების გამო ეთქვა.

„ბრალდების მხარემ სასამართლოში მტკიცებულებათა ერთობლიობა წარადგინა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებდა თითოეულ ბრალდებულთან მიმართებაში ბრალად წარდგენილ ქმედებას. შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი არის გამამტყუნებელი დანაშაულთა ერთობლიობით, სასამართლომ თითოეულ ბრალდებულთან მიმართებით 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა განსაზღვრა. რაც შეეხება ზურაბ ჭავჭანიძეს, ბრალდების მხარე არაერთხელ აცხადებდა, რომ საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების წარმოება იმ პირებთან განხორციელდებოდა, რომლებიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებდნენ. ვინაიდან თავისი არსით საპროცესო შეთანხმება მოიცავს იმას, რომ პირი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს, ინანიებს. ამ შემთხვევაში, ზურაბ ჭავჭანიძეს არც განცხადებაში და არც სასამართლოში წარმოდგენილ პოზიციაში მისი მხრიდან ბრალად წარდგენილი ქმედების აღიარება არ განუხორციელებია. შესაბამისად, ამ მოცემულობით ბრალდების მხარე საპროცესო შეთანხმებას არ აფორმებს. ზურაბ ჭავჭანიძემ თავად გააჟღერა პროცესზე, რომ პროკურატურაში საპროცესო შეთანხმებაზე განცხადება აქვს გაგზავნილი, თუმცა, მისი მხრიდან აღნიშნულ განცხადებაში მხოლოდ და მხოლოდ მითითება იყო, რომ ბრალდების მხარეს მასთან საპროცესო შეთანხმება გაეფორმებინა. საპროცესო შეთანხმება მათ შორის, სააპელაციო სასამართლოშიც ფორმდება, შეზღუდული არ არის ეტაპი, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში გარდა იმისა, რომ ბრალდებულების საბოლოო სიტყვაზე იყო სასამართლო გადასული, საბოლოო სიტყვის შემდეგ, სასამართლოს ერთადერთი – განაჩენის გამოცხადება, ან სათათბიროდ გასვლა და განაჩენის გამოცხადება შეუძლია, ამას დაემატა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ბრალდებულს არც თავის განცხადებაში, რომლითაც მიმართა პროკურატურას და არც სასამართლო პროცესზე არ უღიარებია ბრალად წარდგენილი ქმედება. საპროცესო შეთანხმების არსი არ არის, კონკრეტულ პირს შეთანხმება იმ მოცემულობით გაუფორმდეს, როცა ის არ აღიარებს დანაშაულს. პირდაპირ გეტყვით, რომ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით პირს შეუძლია ნებისმიერ დროს მიმართოს ბრალდების მხარეს განცხადებით. მას არც ერთ ეტაპზე არ მოუმართავს, მას ჰყავდა უფლებადამცველი ადვოკატები, ის სავალდებულო დაცვის ქვეშ მოექცა, მას შემდეგ, რაც სასამართლო სხდომიდან გააძევეს. ამის მიუხედავად, ის მის ადვოკატებთანაც პოზიციას არ აფიქსირებდა, ყოველ შემთხვევაში, მისი ადვოკატებისგან ჩვენ ეს პოზიცია გაგვაჩნია. ეს არის ბრალდებულის არჩევანი. თუკი, მან პირობითად, წინა კვირას შეძლო ციხიდან განცხადება გამოეგზავნა, რომელზეც ამ ეტაპზე უარი ეთქვა, ვინაიდან არ აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს, ეს მას ნებისმიერ ეტაპზე შეეძლო. ის წერილობითაც მიიღებდა ბრალდების მხარისგან პასუხს, ამ მოცემულობაში მისი მოყვანა საერთოდ არ იყო საჭირო”,- განაცხადა იაკობიძემ.

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთ ეპიზოდზე ბრალდებული 8 პირი – ზურაბ ჭავჭანიძე, ვლადიმერ გველესიანი, ამირან დოლიშვილი, ანტონ ვარდანიძე, ალექსანდრე ჩილაჩავა, გენადი კუპრეიშვილი, სულხან ტუღუში და რამაზ მამულაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, რომეო ტყეშელაშვილის გადაწყვეტილებით, რვავე პირს, მათ შორის, ზურაბ ჭავჭანიძეს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მშვიდობით, ჩემთვის სამაგალითო ადამიანო” – რას წერს თემურ ჭყონია თემურ უგულავაზე
  • “სააკაშვილის წინ კეკლუცობისა და თბილი ადგილის მოსაპოვებლად ქალები ეჭიდებიან ერთმანეთს…” – რას ამბობს ნინო წილოსანი
  • პროკურატურამ თაღლითური გზით თანხის დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge