“გამოგყვებით ბრძოლაში რიგითებად, გპირდებით თავისუფლება პოლიტპატიმრებს!” – ნიკა გვარამია „4 ოქტომბრის საქმეზე“ მსჯავრდადებულთა გათავისუფლების მოწოდებით გამოდის.
“დღეს 4 ოქტომბრის კიდევ 8 მონაწილეს მიუსაჯეს 5-5 წელი. ყველა ორგანიზებისთვის დაპატიმრებულს გულწრფელად ვურჩევ, ნუ დააბრალებენ საკუთარ თავს ვინმეს ციხეში შესვლას, რადგან ზრდასრული ადამიანები თავად აკეთებენ არჩევანს, როგორ მოიქცნენ.
ყველა ჰიპერდამმუნათებელს (დღემდე რომ ბედავს ზოგიერთი იგივეს) მოვუწოდებ, სერიოზულობა და პასუხისმგებლობა მოიკრიბონ და ამ ხალხის გათავისუფლების პროცესს სათავეში ჩაუდგნენ! ჩვენ არ დაგამუნათებთ, გამოგყვებით ბრძოლაში რიგითებად, გპირდებით
თავისუფლება პოლიტპატიმრებს!” – წერს სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია.
