მსოფლიოში ოქროს ფასი კვლავ შემცირდა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 190 დოლარი ღირს, რაც იმას ნიშნავს, რომ დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 1.13%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი უნციის ღირებულება 65.8 დოლარია, რაც ერთდღიან ჭრილში 2.95%-ით მომატებული მაჩვენებელია.
საქართველოში ამ დროისთვის 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი 364 ლარია, 750 სინჯის – 273 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 213 ლარი ღირს.
რაც შეეხება ვერცხლს, 999 სინჯის ვერცხლი 5.51 ლარი ღირს, ხოლო 875 სინჯის ძვირფასი ლითონი 4.82 ლარი ღირს.
