Monday, June 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამას აქვს პლუსები და მინუსები, ეს რომ ავწონ-დავწონეთ, ამიტომ გადაწყდა, რომ პროგრამა აღარ გაგრძელებულიყო – ეს ასე უნდა მომხდარიყო!” – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

June 22, 2026
“სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამას აქვს პლუსები და მინუსები, ეს რომ ავწონ-დავწონეთ, ამიტომ გადაწყდა, რომ პროგრამა აღარ გაგრძელებულიყო – ეს ასე უნდა მომხდარიყო!” – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

სოციალურად დაუცველების დასაქმების სახელმწიფო პროგრამას აქვს თავისი პლუსები და მინუსები. ეს რომ გავიაზრეთ და ავწონ- დავწონეთ, სწორედ ამიტომ იყო მიღებული ამგვარი გადაწყვეტილება და მე აბსოლუტურად მხარს ვუჭერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილებას. ეს ასეც უნდა მომხდარიყო! – ასე უპასუხა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი შარაშიძის კითხვას, იზიარებს თუ არა პრემიერ-მინისტრის პოზიციას, რომ სოციალურად დაუცველების დასაქმების სახელმწიფო პროგრამა „უსარგებლო“ იყო.

გიორგი ცაგარეიშვილი ეკონომიკური პოლიტიკის და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025 წლის ანგარიშს წარადგენს.

ცაგარეიშვილმა შარაშიძის კითხვის საპასუხოდ ისიც აღნიშნა, რომ 4-წლიანი პროგრამა პოსტკოვიდურ მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მთავრობის მიერ გაწვდილი დახმარების ხელი იყო და მას ძალიან დიდი ეფექტი ჰქონდა, იმგვარად, რომ საქართველოს ათი ათასობით მოქალაქე ღია შრომის ბაზარზე გამოვიდა.

„4-წლიანი იყო ეს პროგრამა, ეს მინდა გავიმეორო და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა ამ ფაქტორს. ბევრს ავიწყდება, რომ 2022 წელს, როდესაც დაიწყო ეს პროგრამა, იქვე ითქვა, რომ 4-წლიანი იქნებოდა ის. შესაბამისად, პროგრამა დასრულდა და საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს პროგრამა აღარ გაგრძელდეს. პროგრამას ჰქონდა, მათ შორის, საკმაოდ დიდი ეფექტი, ჩვენი ათი ათასობით მოქალაქე ღია შრომის ბაზარზე გამოვიდა, მან ხილული გახადა თავისი შემოსავლები, რითაც საწყის ეტაპზე მიიღო 4-წლიანი ჯავშანი, ესეც არ უნდა დაგვავიწყდეს. ეს პერიოდი იყო პოსტკოვიდური პერიოდი, როცა საკმაოდ მძიმე სოციალური ფონი იყო საზოგადოებაში და არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში, გარკვეული კრიზისი ეკონომიკაში დასაქმების მიმართულებით და თავისი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ მიიღო ეს გადაწყვეტილება და დახმარების ხელი გაუწოდა საზოგადოებას. ამან გასტანა თითქმის 4 წელი და პროგრამა დასრულდა. პროგრამას აქვს თავისი პლუსები და მინუსები, ეს რომ გავიაზრეთ და ავწონ- დავწონეთ, სწორედ ამიტომ იყო მიღებული ამგვარი გადაწყვეტილება და მე აბსოლუტურად მხარს ვუჭერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილებას. ეს ასეც უნდა მომხდარიყო. რაც შეეხება, რატომ არ მოხდა ეს 2025 წელს ან 2024 წლის მიწურულს, სწორედ იმიტომ, რომ პროგრამა უნდა დასრულებულიყო, ბიუჯეტში ეს თანხა იყო მკაცრად გაწერილი, შუა საფინანსო წელს ჩვენ ამ დაფინანსებას ვერ შევწყვეტდით. ეს არაერთგვაროვან რეაქციას გამოიწვევდა საზოგადოებაში და ვფიქრობ, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამგვარი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდებოდნენ აბსოლუტურად მოუმზადებლად, მართლებიც იქნებოდნენ თავიანთ აღშფოთებაში, აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ პროგრამა უნდა დასრულდეს. ჩვენ ჩვენი ვალდებულება პირნათლად, ბოლომდე უნდა გავისტუმროთ, საქართველოს მთავრობის ვალდებულებებს ვგულისხმობ, საფინანსო ვალდებულებებს საზოგადოების წინაშე. პროგრამის მიწურულს უკვე, დაახლოებით, 28 ათასი ადამიანი იყო ჩართული პროგრამაში. ბევრმა გამოამჟღავნა ის უნარები, რაც უკვე დაეხმარა მას ან მომავალში დაეხმარება, რომ აქტიურ შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი იყოს, დასაქმდეს, ჩვენ გვაქვს ამგვარი ასობით შემთხვევა. ახლა რეგიონებიდან მოგვდის ციფრები, ვაწარმოებთ სტატისტიკას და მალე გვექნება სრული სურათი ამ პროგრამის დასრულების შემდეგ, რამდენი ადამიანი დასაქმდა რეგიონებში და რა მიმართულებით,“- განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმა -მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სოციალურად დაუცველების დასაქმების სახელმწიფო პროგრამას უსარგებლო უწოდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მშვიდობით, ჩემთვის სამაგალითო ადამიანო” – რას წერს თემურ ჭყონია თემურ უგულავაზე
  • “სააკაშვილის წინ კეკლუცობისა და თბილი ადგილის მოსაპოვებლად ქალები ეჭიდებიან ერთმანეთს…” – რას ამბობს ნინო წილოსანი
  • პროკურატურამ თაღლითური გზით თანხის დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge