ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, შინაური ბინადარი ცხოველების ორთაბრძოლების ორგანიზება ან/და ჩატარება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით და ცხოველის კონფისკაციას, ხოლო იურიდიული პირისა – 35 000 ლარის ოდენობით და ცხოველის კონფისკაციას.
ამავე ცნობით, შინაური ბინადარი ცხოველების ორთაბრძოლებისთვის ადგილის გადაცემა – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით და ცხოველის კონფისკაციას, ხოლო იურიდიული პირისა – 30 000 ლარის ოდენობით და ცხოველის კონფისკაციას.
