„სიონისტური რეჟიმი კვლავ არღვევს ლიბანში აღებულ ვალდებულებებს, ეს საკითხი დღევანდელი მოლაპარაკებებზე განხილვის მთავარი თემა იქნება“ – აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ისმაილ ბაღეი.
Sky New-ის ცნობით, შვეიცარიაში აშშ-ირანს შორის მოლაპარაკებები გაიმართება ირანის გაყინულ აქტივებზე წვდომის აღდგენისა და ირანული ნავთობის გაყიდვისთვის ლიცენზიების გაცემის საკითხებზეც.
გამოცემის ცნობით, ამერიკული მხარის მიხედვით, მოლაპარაკებები ირანის ბირთვული პროგრამის საკითხის მოგვარებას ისახავდა მიზნად, თუმცა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის განცხადებაში ეს თემა ნახსენები არ ყოფილა.
დღეს შვეიცარიაში, ციურიხში, აშშ-ირანს შორის მოლაპარაკებები გაიმართება. დელეგაციები შვეიცარიაში უკვე ჩავიდნენ.
