სიღნაღში მცხოვრებ მოქალაქეს საკარანტინო სივრცეში გადაიყვანენ. ამ თხოვნით, თვითიზოლაციაში მყოფმა პირმა დაავადებათა კონტროლის ცენტრს თავად მიმართა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, მოქალაქე ახალი დაბრუნებულია იტალიიდან.
„ამ პირმა თავად მოგვმართა და საკარანტინო სივრცეში გადაყვანა ითხოვა. ის ამბობს, რომ ვერ იცავს თვითიზოლაციის რეჟიმს. მას არ აქვს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, მაგრამ იმყოფებოდა იტალიაში და საინკუბაციო პერიოდი ამოწურული არ არის“, – განაცხადა ხიზანიშვილმა.
შეგახსენებთ, კახეთის რეგიონის მასშტაბით ამ დროისთვის თვითიზოლაციაში, რისკ-ჯგუფის ქვეყნებიდან დაბრუნებული 47 მოქალაქე იმყოფება, ხოლო ვირუსის ორი შესაძლო შემთხვევიდან, არცერთი დადასტურდა.