“
მთელმა საქართველომ იცის, რომ დასაწყისში მე თითს არ ვუქნევდი პროკურატურას და არ ვავალებდი მკვლელობის გამოძიებას.
— „26 სექტემბერს დაგეგმა ნია იმნაძემ და ალექსანდრე გაბაშვილმა გიგას მკვლელობა”-თქო?
— ანძებით დასტურდება, რომ 26 სექტემბერს, როცა ალექსანდრე გაბაშვილმა ჩამოტვირთა გიგას სურათები, ნია იმნაძე და ალექსანდრე გაბაშვილი იყვნენ ერთად.
— „2 ოქტომბერს, როცა ნია იმნაძემ გიგას ჯგუფის ჩატში გაიგო გიგას თავის ქალის მოხდის ამბავი, მაშინ ნია იმნაძე და ალექსანდრე გაბაშვილი ერთად იყო.”-თქო?
— ანძებით დასტურდება, რომ იმ დროს, როცა ნია იმნაძემ ჯგუფის ჩატიდან გაიგო გიგას თავის ქალის მოხდის ამბავი, ნია იმნაძე და ალექსანდრე გაბაშვილი იყვნენ ერთად და იღებდნენ ამ ფოტოს, რასაც აქ ხედავთ.
— „ნია იმნაძე პოლიციაში რომ დაიბარეს დაკითხვაზე, ამის შესახებ იმ დღესვე გააგებინა ალექსანდრე გაბაშვილს.“-თქო?
— ანძებით დასტურდება, რომ დაკითხვის შემდეგ, პოლიციიდან ნია იმნაძე წავიდა და შეხვდა ალექსანდრე გაბაშვილს!
— „ალექსანდრე გაბაშვილმა მასხრად აგვიგდო და ანგარიშზე ჩაგვირიცხა 20 ლარი.“-თქო?
— ანძებით დასტურდება, რომ როცა ალექსანდრე გაბაშვილმა ჩაგვირიცხა ,,გიგა ავალიანის სამკურნალოდ 20 ლარი”, ამ დროს ნია იმნაძე და ალექსანდრე გაბაშვილი იყვნენ ერთად.
— „მერაბ მალანიამ ჩაფარცხა პროკურატურაში საქმე.“-თქო?
— ანძებით დასტურდება, რომ პოლიციასთან დაკითხვის შემდეგ ნია იმნაძე ჯერ შეხვდა ალექსანდრე გაბაშვილს, ხოლო შემდეგ იყო მერაბ მალანიასთან და გამთენიის 4 საათზე დაბრუნდა სახლში.
