სამტრედიის სოფელ იანეთში სამგზავრო მიკროავტობუსი აფეთქდა ინფორმაციას მეგა ტვ ადგილობრივებზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ გაზგასამართ სადგურზე მოხდა. გამოცემის ცნობით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა
“მიკროავტობუსი შუაზე იყო გაგლეჯილი, ალბათ აპარატურა აფეთქდა და შემდეგ აფეთქების ძალამ შუაზე გაგლიჯა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა.” | ეუბნება თვითმხილველი გამოცემას
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების, სახანძრო-სამაშველო და პოლიციის ეკიპაჟები
გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო-ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის, ბუნებრივი წყალბადის ან ნავთობპროდუ
