Saturday, June 20, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სკოლის ფორმების შესაკერად სახელმწიფო მილიონობით ლარს ჩინურ კომპანიას გადაუხდის

June 20, 2026
სკოლის ფორმების შესაკერად სახელმწიფო მილიონობით ლარს ჩინურ კომპანიას გადაუხდის

საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის სავალდებულო სასკოლო ფორმების შესაძენად სახელმწიფო მილიონობით ლარს დახარჯავს. პროექტის ფარგლებში ფორმების დამზადება დაევალა კომპანიას, რომელიც წარმოებას ჩინეთში ახორციელებს.

როგორც გაირკვა, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გამარტივებული წესით გაფორმდა. პროცესი დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს, რადგან ახალი რეგულაციის თანახმად, მომავალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები სკოლაში ერთიანი ფორმით უნდა გამოცხადდნენ.

გადაწყვეტილებას კითხვები მოჰყვა კორუფციისა და სახელმწიფო შესყიდვების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების მხრიდან. მათი შეფასებით, სახელმწიფოს უნდა განემარტა, რატომ შეირჩა უცხოური წარმოება და არა ადგილობრივი სამკერვალო სექტორი. კრიტიკოსები ვარაუდობენ, რომ გადაწყვეტილება საქართველოსა და ჩინეთს შორის ბოლო წლებში გაღრმავებულ ეკონომიკურ ურთიერთობებს უკავშირდება.

ეს არ იყო საერთაშორისო ტენდერი, შესაბამისად, ეს არ იყო საერთაშორისო ბაზრის კვლევა და როგორ გაიგო ჩინურმა კომპანიამ, რომელიც ჩინეთშია რეგისტრირებული? ანუ აქ არის ძალიან დიდი კორუფციული ეჭვი. ის პრობლემა არ არის, რომ ჩინეთში იკერება, პრობლემა არის ის, ამ კომპანიების უკან ვინ დგას და ვინ იყვნენ შუამავლები ამ ყველაფრის, რადგან ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მაგალითი ჩინურ კომპანიებთან როგორ არიან გარიგებულები “ქართული ოცნების” მაღალი თანამდებობის პირები. პრიორიტეტი არ არის დღეს სკოლის ფორმები, იმიტომ, რომ გვაქვს ჩვენ სკოლები, სადაც ელემენტარული სველი წერტილები არ არის და საპირფარეშოები არ აქვთ ბავშვებს, სკოლები არ არსებობს საერთოდ, დაანგრიეს და ვეღარ ააშენეს და ამ ბავშვებს ეუბნებიან, რომ მთავარი არის თურმე ფორმა, – ამბობს ბესიკ დონაძე.

სასკოლო ფორმების ჩინურ კომპანიასთან დაკავშირებას კრიტიკულად აფასებს ქეთევან ენუქიძეც. მისი თქმით, გადაწყვეტილება დამატებით კითხვებს აჩენს როგორც სახელმწიფო ხარჯების, ისე ადგილობრივი ბიზნესის ინტერესების უგულებელყოფის თვალსაზრისით.

თანხის გადახდა ღირებულების რამდენად შეუძლია ყველა ოჯახს, რამდენად მიზანშეწონილად მიიჩნევს ის ამ თანხის გადახდას, ძლაიან ბევრი საკითხია, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ეს არის ერთგვარი განაცხადი ბიზნესპარტნიორობის თვალსაზრისით ჩინეთთან. რამდენი სამკერვალო კომპანია არსებობს ქვეყანაში, რომელსაც შესანიშნავადწაადგებოდა ეს ფული, მაგრამ არა, ესენი ხელშეკრულებას დებენ უცხოეთის სახელმწიფოსთან. არავინ იცის ხვალ, ზეგ, 10 წლის შემდეგ რა კორუფციული სქემა შეიძლება უცებ აქედან ჭინკასავით ამოხტეს და ზოგადად, როგორც უნდათ, ისე ჭრიან და კერავენ, – ამბობს ქეთევან ენუქიძე.

განათლების სამინისტროსა და შესყიდვების პროცესში ჩართულ უწყებებს აღნიშნულ საკითხზე დამატებითი განმარტებები ჯერ არ გაუკეთებიათ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ძლიერი წვიმის შედეგად თბილისის ქუჩები დაიტბორა – რა ვითარებაა ადგილზე
  • ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნავროკცკის „თეთრი არწივის“ ორდენი ფოსტით გაუგზავნა
  • უგზოობა და მოუგვარებელი ინფრასტრუქტურული პრობლემები გურიაში – სოფელ საჭამია სერის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge