Saturday, June 20, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

სამოქალაქო საზოგადოება: „ნდობის პრობლემა თავად „ოცნების“ შიგნითაც არსებობს“

June 20, 2026
სამოქალაქო საზოგადოება: „ნდობის პრობლემა თავად „ოცნების“ შიგნითაც არსებობს“

EU NEIGHBOURS EAST-ის ახალი კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოსახლეობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს უფრო ენდობა ვიდრე მთავრობას, სამოქალაქო სექტორში არ უკვირთ. მათი თქმით, “ოცნების” გუნდის მიმართ საზოგადოების უნდობლობა აბსოლუტურად გასაგებია.

მწერალი ბექა ქურხული ფაქტს ირონიით ეხმიანება.

წარმოუდგენელია. ბატონ მიხეილ ყაველაშვილს რომ არ ენდობა ის ხალხი, მე არ ვიცი, კომენტარებიც კი არ მაქვს. როგორ არ შეიძლება, ენდო ბატონ მიხეილ ყაველაშვილს? ბატონ შალვა პაპუაშვილს? რატომ უნდა ენდონ? ძალიან გასაგები სიტუაციაა, – ამბობს ბექა ქურხული.

ჟურნალისტი თორნიკე რაზმაძე კი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ მიმართ უნდობლობა უკვე თავად ივანიშვილის პარტიის შიგნითაც შეინიშნება. მისი თქმით, შეუძლებელია ენდო გუნდს, რომელიც საკუთარ პირობებში არათანმიმდევრულია.

“ქართულ ოცნებას” არ ენდობიან საკუთარი მხარდამჭერები და “ქართული ოცნების” შიგნით საკუთარი გუნდის წევრებიც კი. მე მინდა, გაგახსენოთ ერთ-ერთ შოუში კობახიძის მიერ მოყოლილი ისტორია, რომ ერთ-ერთი ჩვენი თანაგუნდელი რაღაც თანამდებობაზე უნდა დაგვენიშნაო და ვთხოვეთ, რომ ახლა სუფრა იკისრეო და იმან გვითხრაო, რომ ჯერ დამნიშნეთ და მერე ვიკისრებო, იმიტომ, რომ თქვენ “გადამგდებები” ხართო. ეს მოყვა ერთ-ერთ იუმორისტულ შოუში. მეც მეცინება, მაგრამ რეალურად ეგ არის, ეგრე მოხდებოდა, დარწმუნებული ვარ. რანაირად უნდა ენდო “ოცნებას”, რომელსაც ამდენი ტყუილი აქვს ნათქვამი, რამდენი აქვს გაკეთებული და მერე უკან წაღებული და ა.შ, – ამბობს თორნიკე რაზმაძე.

ამავე აზრს იზიარებს დიპლომატი ზურა ფარჯიანი, რომელიც ამბობს, რომ ნდობის პრობლემა თავად “ოცნების” გუნდის ლიდერებს შორისაც არსებობს.

“ქართულ ოცნებას” თავისი მხარდამჭერებიც არ ენდობიან. თქვენ გგონიათ, ახლა, კობახიძე და მდინარაძე მაინც და მაინც ბიძინა ივანიშვილს ენდობიან? ან კალაძე? ან ერთმანეთს? საერთოდ არ მიკვირს, რაში უნდა ენდონ? ჯერ არ უნახავთ თავისივე თანამშრომლები და მეგობრები, ყოფილი, არც ისე ვმეგობრობდითო? ერთი გუნდიდან ციხეში არავინ უზით?, – ამბობს ზურა ფარჯიანი.

EU NEIGHBOURS EAST-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს უფრო ენდობა ვიდრე მთავრობას, პრეზიდენტს, ან პარლამენტს.

კვლევის მიხედვით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს გამოკითხულთა 48% ენდობა; საქართველოს პრეზიდენტს -34%; ხოლო საქართველოს მთავრობას- 41%.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ირანის შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
  • როგორია ილია თოფურიას ტრავმების დეტალური სამედიცინო მიმოხილვა, მკურნალობის პროტოკოლები და რეაბილიტაციის პროგნოზი
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო აჭარაში ტურისტულ სეზონს სრული მზადყოფნით ხვდება – სულხან თამაზაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge