ირანში მომღერალ პარასტუ აჰმადის საზოგადოებრივი მორალის დარღვევის ბრალდებით 74 როზგის დარტყმა მიუსაჯეს. ირანული მედიის ცნობით, საქმე უკავშირდება ვირტუალურ კონცერტს, რომლის დროსაც არტისტი სიმღერას ასრულებდა და საზოგადოების წინაშე თავსაბურავის გარეშე გამოჩნდა.
იმავე საქმეზე სანქციები შეეხო მის მუსიკალურ გუნდშიც შემავალ რამდენიმე პირს. ადგილობრივი წყაროების ინფორმაციით, სასჯელი ათამდე ადამიანს აქვს შეფარდებული.
პარასტუ აჰმადმა ფართო ცნობადობა 2022 წელს, ირანში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების პერიოდში მოიპოვა. მაშინ ქვეყნის მასშტაბით აქციები ლოზუნგით – „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება“ იმართებოდა და ქალთა უფლებების საკითხი საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცა.
