გავრცელებული ინფორმაციით, გარდაიცვალა მოზარდი, რომელიც 13 ივნისს მდინარეში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა. მოზარდი წყლიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს. მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო.
როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, გოგონა თურქეთში გადაიყვანეს, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ამ დროისთვის ბავშვის გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.
ამბავს ემიგრანტი და საზოგადოებისთვის ცნობილი პირი შოთა სიხარულიძე გამოეხმაურა.
„ლილეს დედამ და მამამ ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ. დღეს მათ უმძიმესი ტკივილის გადატანა უწევთ. ვილოცოთ მათი გამძლეობისთვის“, – წერს შოთა სიხარულიძე.
