Friday, June 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“8 თვეა, გარეთ ვარ და რა გავაკეთე? – ორი მსოფლიო კონგრესი ჩავატარე, ორი ჟურნალ-გაზეთი გამოვუშვი, კონსულტაციის შედეგად გადავარჩინე 3 ბავშვი” – გიორგი ჩახუნაშვილი მოსამართლეს

June 19, 2026
“8 თვეა, გარეთ ვარ და რა გავაკეთე? – ორი მსოფლიო კონგრესი ჩავატარე, ორი ჟურნალ-გაზეთი გამოვუშვი, კონსულტაციის შედეგად გადავარჩინე 3 ბავშვი” – გიორგი ჩახუნაშვილი მოსამართლეს

თქვენ [მოსამართლე] ძალიან რთულ სიტუაციაში ბრძანდებით. ახლა თქვენ გადაწყვიტეთ სად უფრო ვარ საშიში, გარეთ, თუ შიგნით, სად უფრო საჭირო ვარ სახელმწიფოსთვის, გარეთ, თუ შიგნით, -ამის შესახებ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულმა ექიმმა გიორგი ჩახუნაშვილმა განაცხადა.

ჩახუნაშვილმა სასამართლოში საბოლოო სიტყვა წარმოთქვა და მოსამართლეს განუმარტა, თუ რატომ იმყოფებოდა 4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან.

„ბევრი ვიფიქრე, ჩემს და სხვა ადვოკატებსაც ვესაუბრე, სიტყვით გამოვსულიყავი თუ არა. გადავწყვიტე გამოვსულიყავი, რადგან სიმართლე ვთქვა.

4 რიცხვში იქ ვიყავი, ეს არც დამიმალავს, 4-დან 9-მდე არც არსად გავქცეულვარ და არც დავმალულვარ, რადგან არაფერი დამიშავებია არც ხალხის და არც ერის წინაშე, მე პროფესიონალური მოთხოვნებით ვმოქმედებდი.

პროკურორებმა თქვეს, გიორგი ჩახუნაშვილი იქ იყოო, მეტი არაფერი თქმულა. როცა ვიგრძენი, რომ ჩემი პროფესიონალური საჭიროება იყო, შიგნით შევედი, ჩემი საქმიანობა გავაკეთე, დაახლოებით, 28 წამი ვიყავი შიგნით, ხელში ფიზიოლოგიური ხსნარი მეჭირა, რომელიც საჭიროებისამებრ გამოვიყენე. 230 000-ზე მეტი ბავშვი მყავს საქართველოში უფასოდ გასინჯული. ჩემი სამედიცინო საქმიანობა და მისი მოსალოდნელი შედეგები, ჩემშია შინაგანად, მე ვარ მედიკი მაშველი. არ დავიწყებ, რამდენი ბავშვი გადამირჩენია, ისეთი გადაწყვეტილებები მიმიღია, რაც პროტოკოლს და გაიდლაინებს სცდებოდა, თუმცა, მათი სიცოცხლე გადამირჩენია.

ახლაც რომ დამაბრუნონ უკან და საშიშროების წინაშე ვიყო, იგივეს გავაკეთებდი.

არც ერთ მუხლს არ ვეთანხმები, არ და ვერ ვაღიარებ, რაც არ ჩამიდენია. ბოდიშის მოხდაც არ გამიჭირდებოდა, თუ ეს საჭირო იქნებოდა. 72 წლის ისე გავხდი, ისე არ გამითენებია, რომ ბოდიში მომეხადა იმაზე, რაც არ ჩამიდენია.

8 თვეა, გარეთ ვარ, თუმცა, შეიძლებოდა ამ ბიჭებივით შიგნით ვყოფილიყავი. რა გავაკეთე ამ 8 თვის განმავლობაში? ორი მსოფლიო კონგრესი ჩავატარე, ორი ჟურნალ-გაზეთი გამოვუშვი, გადავარჩინე ჩემთან კონსულტაციის შედეგად 3 პატარა ბავშვი, რომელთაც აბორტი უნდა გაეკეთებინათ…

თქვენ [მოსამართლე] ძალიან რთულ სიტუაციაში ბრძანდებით. ახლა თქვენ გადაწყვიტეთ სად უფრო ვარ საშიში, გარეთ, თუ შიგნით, სად უფრო საჭირო ვარ სახელმწიფოსთვის, გარეთ, თუ შიგნით”,- განაცხადა ჩახუნაშვილმა.

აღნიშნულ ეპიზოდს საერთო ჯამში, 15 ბრალდებული ჰყავდა, თუმცა, 8 ბრალი აღიარა და მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.

რაც შეეხება, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, ია დარახველიძეს, დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძეს, ზაქრო ალბუთაშვილი და დავით სტურუას, მათ ბრალი არ აღიარეს. შესაბამისად, მათ საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმდათ.

რაც შეეხება, ევა შანშიაშვილს, ალექსანდრე გოგოლაძეს, გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გენადი კელიხაშვილს და დათო ღურწკაიას მათ საპროცესო შეთანხმება გასულ კვირას გაუფორმდათ.

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ ყველა მათგანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს ავრცელებს
  • ელენე ხოშტარია ზაქრო ალბუთაშვილს მოუწოდებს შიმშილობა შეწყვიტოს
  • “სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს” – ფონიჭალის მეჩეთი მოჯთაბა ხამენეის წერილს აზიარებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge