Friday, June 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ამ წუთიდან ვიწყებ შიმშილობას, ვიდრე ელენე ხოშტარია არ გათავისუფლდება ციხიდან” – 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ზაქრო ალბუთაშვილი

June 19, 2026
“ამ წუთიდან ვიწყებ შიმშილობას, ვიდრე ელენე ხოშტარია არ გათავისუფლდება ციხიდან” – 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ზაქრო ალბუთაშვილი

ამ ხელისუფლებამ ორი გზა შემომთავაზა, ვაღიარო ის, რაც არ ჩამიდენია და მეორე, ციხეში სიკვდილი. მე ვირჩევ სიკვდილს. ამ წუთიდან ვიწყებ შიმშილობას, ვიდრე ჩვენი დროის უახლესი გმირი, უდანაშაულო პოლიტიკური პატიმარი ელენე ხოშტარია არ გათავისუფლდება ციხიდან, – ამის შესახებ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულმა ზაქრო ალბუთაშვილმა განაცხადა.

მან სასამართლოში საბოლოო სიტყვა წარმოთქვა და აღნიშნა, რომ ის საპროცესო შეთანხმებაზე უარს ამბობს, ვინაიდან ვერ დაიბრალებს იმას, რაც არ ჩაუდენია. ალბუთაშვილი “დროას” ლიდერის ელენე ხოშტარიას სოლიდარობის ნიშნად შიმშილს იწყებს.

„მივმართავ მხოლოდ კაცებს. ჩვენს ქალებს უკვე მოადგნენ. მე, ზაქრო ალბუთაშვილი, პროფესიით მშენებელი, სამხედრო, ყოფილი ფეხბურთელი და ა.შ. ჯანმრთელობის პრობლემების მქონე, 1 თირკმელი ამოჭრილი, მეორეზე პრობლემები….

ამ ხელისუფლებამ ორი გზა შემომთავაზა, ვაღიარო ის, რაც არ ჩამიდენია და მეორე, ციხეში სიკვდილი. მე ვირჩევ სიკვდილს, საათი არ გამაჩნია, ამ წუთიდან ვიწყებ შიმშილობას, ვიდრე ჩვენი დროის უახლესი გმირი, უდანაშაულო პოლიტიკური პატიმარი ელენე ხოშტარია არ გათავისუფლდება ციხიდან. წამმზომი ჩართულია.

ბატონო გიორგი[მოსამართლე], დამოკლეს მახვილივით არ მინდოდა ჩამოგკიდებოდით. დამოკლეს მახვილი გავხდები მე. ისედაც სიკვდილი მოახლოებულია, მარჯვენა თირკმელი ამომაჭრეს, ციხის ექიმებმა რომ გამსინჯეს… თუ დროულად მკურნალობა არ დაიწყება, ფატალურად დასრულდებაო, თუ ეს გინდათ, გააკეთეთ. ბატონო გიორგი, თქვენ შეგიძლიათ გახდეთ გმირი და გახდეს დამოკლეს მახვილის ქვეშ მეფე…

არ მინდა საპროცესო შეთანხმება… სინანული არ მაქვს, ყალბი სინანული თქვენც არ მოგეწონებათ. ამ ხალხის გამო ციხეში მოვკვდები”,- განაცხადა ალბუთაშვილმა.

აღნიშნულ ეპიზოდს საერთო ჯამში, 15 ბრალდებული ჰყავდა, თუმცა, 8 ბრალი აღიარა და მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.

რაც შეეხებათ, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, ია დარახველიძეს, დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძეს, ზაქრო ალბუთაშვილი დავით სტურუას, მათ ბრალი არ აღიარეს. შესაბამისად, მათ საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმდათ.

რაც შეეხებათ, ევა შანშიაშვილს, ალექსანდრე გოგოლაძეს, გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გენადი კელიხაშვილს და დათო ღუწკაიას მათ საპროცესო შეთანხმება გასულ კვირას გაუფორმდათ.

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ ყველა მათგანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს” – ფონიჭალის მეჩეთი მოჯთაბა ხამენეის წერილს აზიარებს
  • „მოქალაქეების“ ინფორმაციით, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ „რუსთავი 2-ის“ მიერ ალეკო ელისაშვილის შესახებ არაზუსტი ინფორმაციის გავრცელების ფაქტი დაადგინა
  • “კატეგორიულად მიუღებელია იმ ტიპის ძალადობრივი ქმედებები, რასაც ხელისუფლების შეცვლის მიზნით, 4 ოქტომბერს ჰქონდა ადგილი” – კახა კალაძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge