Friday, June 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლოს მიერ მისთვის თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას არ გამორიცხავს

June 19, 2026
4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლოს მიერ მისთვის თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას არ გამორიცხავს

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი მის დაკავებას არ გამორიცხავს.

როგორც სასამართლო სხდომის დაწყებამდე, სადაც მისი და კიდევ 6 პირის საქმეზე განაჩენი უნდა გამოცხადდეს, ჩახუნაშვილმა განაცხადა, დაკავებისა და გამართლების შანსები თანაბარია.

„მე ვამბობ ასე: 50/50-ზეა. რაც შეეხება იმას, თუ რატომ მაცვია ბრაზილიის ფორმა, მე ვარ იტალიისა და ბრაზილიის ქომაგი. როცა იტალია თამაშობს, იტალიისკენ ვარ, როცა ბრაზილია თამაშობს, ბრაზილიის მხარეს ვარ. ახლა ვინაიდან იტალია არ თამაშობს, ბრაზილიის მხარეს ვარ, საღამოს, 11:00 საათზე არის თამაში. ტელევიზორში, სად ვნახავ ბრაზილიის თამაშს, მნიშვნელობა არ აქვს, ტელევიზორი ტელევიზორია. საბოლოო სიტყვაში ჩემი სათქმელი უნდა ვთქვა, გავშლი ყველაფერს, პუნქტობრივად ვიტყვი”,- განაცხადა ჩახუნაშვილმა.

დღევანდელ პროცესზე ბრალდებულები საბოლოო სიტყვებს წარმოთქვამენ.

აღნიშნულ ეპიზოდს საერთო ჯამში, 15 ბრალდებული ჰყავდა, თუმცა, რვამ ბრალი აღიარა და მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.

რაც შეეხება, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, ია დარახველიძეს, დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძესა და დავით სტურუას, მათ ბრალი არ აღიარეს. შესაბამისად, მათ საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმდათ. მათგან კიდევ ერთს, ზაქრო ალბუთაშვილს კი, საპროცესო შეთანხმება დღეს გაუფორმდება 3-წლიანი პირობითი მსჯავრით.

რაც შეეხება, ევა შანშიაშვილს, ალექსანდრე გოგოლაძეს, გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გენადი კელიხაშვილს და დათო ღუწკაიას მათ საპროცესო შეთანხმება გასულ კვირას გაუფორმდათ.

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ ყველა მათგანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ია დარახველიძის ადგილსამყოფელზე ინფორმაცია არ მაქვს, განაჩენის გამოცხადების შემდეგ კომუნიკაცია არ მქონია” – ადვოკატი
  • რუსი მხატვრის, სემიონ სკრეპეცკის მკვლელობის საქმე – გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულის მიერ გამოყენებული ქართული პასპორტი, სავარაუდოდ, ყალბია
  • 24 ივნისს ევროპარლამენტში გაფართოების საკითხებზე იმსჯელებენ – “ევროსკოპის” ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართული დელეგაცია არ იქნება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge