თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ტერორისტული აქტის განხორციელებაში ბრალდებული ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს არქივის შენობაში გაჩენილ ხანძარს ეხება.
დღევანდელ სხდომაზე მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ.
პროცესს ესწრება ბრალდებული ალეკო ელისაშვილიც.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტულ აქტს, ესე იგი აფეთქებას, ცეცხლის წაკიდებას, ადამიანზე თავდასხმას, იარაღის გამოყენებას ან სხვა ქმედებას გულისხმობს ჩადენილს ტერორისტული მიზნით, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის, ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას ქმნის.აღნიშნული ქმედება 10-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
