ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:
“მნიშვნელობა არ აქვს რას ფიქრობს ბაბლი.
განსაკუთრებით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რას ფიქრობენ ის ადამიანები, რომლებიც ხუთიანს და მიშას უფრო ებრძვიან ვიდრე 41 და ბიძინას.
თქვენ წარმოიდგინეთ მნიშვნელობა არ აქვს მიშას სურვილებსაც კი. 5 წელი საპატიმროში ყოფნა, როცა ინფორმაციებს და განწყობებს მაინც შერჩევით გაწოდებენ, გიკარგავს სწორ აღქმებს.
როცა გინდა პრიორიტეტი იყოს სოფელი და რეგიონი, რაიონულმა ორგანიზაციებმა უნდა თქვან ვის ხედავენ თავი ქალად, კაცად, გინდ მენეჯერი ერქვას და გინდ თავმჯდომარე.
საინტერესოა ეს ხალხი ვის ხედავს კანდიდატად.
ჩამოვფრინდი თუ არა, მიშას თხოვნით აეროპორტიდან პირდაპირ აჭარაში წავედი და რეგიონის პარტიის წარმომადგენლებს შევხვდი. შევხვდები ყველა რეგიონის წარმომადგენელს და მიშამდე მივიტან მათ სურვილებს და ხედვებს.
ამის შემდეგ გადაწყდება მიშას კანდიდატი ნანუკაა თუ კიდევ სხვა.
ამიტომ ჯერ ძალიან ადრეა იმაზე საუბარი ვინ იქნება ნაცმოს თავმჯდომარე.
პ.ს. ეს ბაბლი ვიყავით ხაბეს რომ ვიწუნებდით და ჯერ რასაც ვხედავ, პარტიაში ყველაზე კარგ თავმჯდომარედ, სწორედ ხაბეს თვლიან” – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა ის პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატად დაასახელა.
