მოსკოვზე უკრაინის მასშტაბური თავდასხმის გამო, თბილისი მოსკოვს შორის სამი ავიარეისი გაუქმდა, ერთი რეისი კი დაგვიანებით სრულდება – ინფორმაცია BMG-ის აეროპორტების მმართველ კომპანია TAV-ში დაუდასტურეს.
ქუთაისის აეროპორტში უახლოესი რეისი ხვალ, 19 ივნისსაა ჩანიშნული, თუმცა ამ ეტაპისთვის გაუქმების ან გადადების შესახებ ინფორმაცია არ არის.
