მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ელენე ხოშტარიას შესახებ პოსტს აქვეყნებს:
“ელენეს აქვს დიდი გული. ლაკამ როცა მე კლინიკაში არ გადავყავდი 2021-ში იშიმშილა და ჯანმრთელობა დაიზიანა. ახლა ელენეს ეპყრობიან ისევე, როგორც მაშინ მე მეპყრობოდნენ.
რა თქმა უნდა, ეს არის “ნულოვანი თანაგრძნობის” პოლიტიკის პირდაპირი განხორციელება ყველაზე არა ადამიანური სახით და არის წამება და არის არაადამიანური მოპყრობა ევროპული კონვენციების მიხედვით” – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
გუშინ ელენე ხოშტარიას ადვოკატმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. ის გადასაადგილებლად ხელჯოხს იყენებს. მოგვიანებით პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ “დიაგნოზის აბსოლუტური უმეტესობა ელენე ხოშტარიას დადგენილი ჰქონდა დაწესებულებაში შემოსახლებამდე”.
