Wednesday, June 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“მიუხედავად იმისა, რომ პენიტენციური სამსახური ადასტურებს ელენე ხოშტარიას ქრონიკულ დაავადებებს, მას მრავალი თვეა არ მიეწოდება ადეკვატური სამედიცინო დახმარება” – თინა ბოკუჩავა

June 17, 2026
“მიუხედავად იმისა, რომ პენიტენციური სამსახური ადასტურებს ელენე ხოშტარიას ქრონიკულ დაავადებებს, მას მრავალი თვეა არ მიეწოდება ადეკვატური სამედიცინო დახმარება” – თინა ბოკუჩავა

მიუხედავად იმისა, რომ პენიტენციური სამსახური ადასტურებს ელენე ხოშტარიას ქრონიკულ დაავადებებს, მას მრავალი თვეა არ მიეწოდება ჯანმრთელობის ადეკვატური სამედიცინო დახმარება. მისი მკურნალი ექიმები ირწმუნებიან, რომ კომპლექსური მკურნალობის გარეშე, მისი ჯანმრთელობა მხოლოდ დამძიმდება და ასეთი რეგრესის პირობებში, შეიძლება დადგეს ძალიან სავალალო შედეგები,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ მედიასთან ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბარი გადაწყვიტა როგორც ქალმა და დედამ და არა როგორც პოლიტიკოსმა.

„რეჟიმმა, რომლის დავალებით ადამიანებს სისტემურად აწამებენ, უმოწყალოდ სცემენ, ქიმიური იარაღით წამლავენ, ქალი პოლიტიკოსი, 4 შვილის დედა, ელენე ხოშტარია ციხეში გამოამწყვდია წლინახევრით. ელენე ციხეში შევიდა მძიმე ქრონიკული დაავადებებით. მიუხედავად ამისა, მისი სურვილი იყო და მეტიც, მოთხოვნა, რომ ჩვენ ამ მძიმე დაავადებებზე არ გვესაუბრა საზოგადოებასთან და ჩვენ ვითვალისწინებდით მის თხოვნას, მაგრამ ამ ეტაპზე, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში და დღესდღეობით მისი მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ მისმა ადვოკატებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საჯაროდ ესაუბრათ ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. შესაბამისად, მეც, უპირველეს ყოვლისა, როგორც ქალმა, როგორც დედამ და არა როგორც პოლიტიკოსმა, აუცილებლად ჩავთვალე, რომ ღიად ვისაუბრო ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და შევახსენო მწამებელ ივანიშვილის რეჟიმს, რომ ელენეს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სწორედ მათ, პირადად ივანიშვილს და ყველა მის პაიკს, რომელიც დღესდღეობით საკუთარ თავს რაიმეს მინისტრს ეძახის, იქნება ეს ჯანდაცვის მინისტრი, იუსტიციის მინისტრი, დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე თუ სხვა. ელენეს უკვე აქვს მტანჯველი სასტიკი ტკივილები, მას უჭირს გადაადგილება, გადაადგილდება ყავარჯნით, უჭირს წერა და მინდა გითხრათ, რომ მისი ექიმები ირწმუნებიან, რომ ამგვარი დინამიკით, ძალიან მალე, სამწუხაროდ, შეიძლება დადგეს უმძიმესი შედეგი“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მან ხელისუფლების პასუხისმგებელ პირებს მოუწოდა, უზრუნველყონ ელენე ხოშტარიასთვის შესაბამისი გამოკვლევების ჩატარება, რასაც უნდა დაეფუძნოს ადეკვატური მკურნალობა.

„ელენეს დაუყოვნებლივ სჭირდება კომპლექსური დიაგნოსტიკური გამოკვლევა, რათა დაენიშნოს ადეკვატური მკურნალობა. დიაგნოსტირების გარეშე, ელენეს მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდება. მოთხოვნა ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში, ბუნებრივია, იქნებოდა უდანაშაულო ადამიანის გათავისუფლება, ელენეს დაბრუნება თავის ოთხ შვილთან, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, სამწუხაროდ, რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც გვმართავს რეჟიმი, რომელიც დეჰუმანიზებულია, დაცლილია ადამიანობისგან, რომელსაც არ აქვს არანაირი მორალი და შესაბამისად, მის გათავისუფლების მოთხოვნას აზრიც არ აქვს, აზრს მოკლებულია. მაგრამ თუ ივანიშვილის რომელიმე პაიკს, საკუთარ თავს მინისტრებს ან პარლამენტის თავმჯდომარეს ან ნებისმიერ რამეს რომ უწოდებს, ჰუმანურობის რაიმე ნატამალი მაინც დარჩა, ჩვენ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ ჩაუტარდეს ელენეს დიაგნოსტირება, იმისთვის, რომ შემდეგ მას მიეწოდოს შესაბამისი მკურნალობა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ უმძიმესი მდგომარეობის მიუხედავად, ელენე იქიდან გამოვა გამარჯვებული და რომ ჩვენ ყველა ერთად გავიმარჯვებთ! საქართველო გაიმარჯვებს! თავისუფლება ელენეს! თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს!“- განაცხადა ბოკუჩავამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გაზმომარაგება 7500 აბონენტს შეუწყდება – იხილეთ მისამართები
  • ბიზნეს-რეკეტის საქმე – ელმურაზ მამედოვის წინააღმდეგ საქმეში სატელეფონო ჩანაწერები და პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები დევს
  • მოქალაქეები პენიტენციურ სამსახურთან აქციას მართავენ – ისინი ელენე ხოშტარიას კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge