Wednesday, June 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ელენეს ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილს და მის პაიკებს” – თინა ბოკუჩავა

June 17, 2026
თინა ბოკუჩავა “ოცნების” სარჩელს პასუხობს

ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე სრული პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილსა და მის ხელისუფლებას ეკისრება – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ციხეში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, არ იღებს ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას და საჭიროებს გადაუდებელ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.

ბოკუჩავა “ქართული ოცნების” ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ხოშტარიასთვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიწოდება.

“რეჟიმმა, რომლის დავალებით ადამიანებს სიტემურად აწამებენ, უმოწყალოდ სცემენ, ქიმიური იარაღით სწამლავენ, ქალი პოლიტიკოსი, 4 შვილის დედა ელენე ხოშტარია ციხეში გამოამწყვდია წლინახევრით.

ელენე ციხეში შევიდა მძიმე ქრონიკული დაავადებებით. მიუხედავად ამისა, მისი სურვილი იყო და მეტიც, მოთხოვნა, რომ ჩვენ ამ მძიმე დაავადებებზე არ გვესაუბრა საზოგადოებასთან და რა თქმა უნდა, ჩვენ ვითვალისწინებდით სწორედ მის თხოვნას, მაგრამ ამ ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე და დღესდღეობით უკვე მისი მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ მისმა ადვოკატებმა მიირეს გადაწყვეტილება, რომ საჯაროდ ესაუბრათ ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

შესაბამისად, მეც, უპირველეს ყოვლისა, როგორც ქალმა, როგორც დედამ და არა როგორც პოლიტიკოსმა, აუცილებლად ჩავთვალე, რომ ღიად ვისაუბრო ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და კიდევ ერთხელ შევახსენო მწამებელ ივანიშვილის რეჟიმს, რომ ელენეს ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე სრული პასუხიმსგებლობა ეკისრებათ სწორედ მათ, პირადად ივანიშვილს და მის ყველა პაიკს, რომელიც დღესდღეობით საკუთარ თავს რაიმეს მინისტრს ეძახის – იქნება ეს ჯანდაცვის მინისტრი, იქნება ეს იუსტიციის მინისტრი, იქნება ეს დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე თუ ნებისმიერი სხვა.

მიუხედავად იმისა, რომ პენიტენციური სამსახური ადასტურებს მის ქრონიკულ დაავადებებს, ელენეც მრავალი თვეა არ მიეწოდება ადეკვატურო სამედიცინო დახმარება. მისი მკურნალი ექიმები და მას მკურნალი ექიმები ბოლო დროს ჰყავდა თურქეთში, ირწმუნებიან, რომ კომპლექსური მკურნალობის გარესე ელენეს მდგომარეობა მხოლოდ დამძიმდება და ასეთი რეგრესის და სეთი დინამიკის პირობებში შეიძლება დადგეს ძალიან სავალალო შედეგები. ელენეს უკვე აქვს მტანჯველი, სასტიკი ტკივილები, მას უჭირს გადაადგილება, გადაადგილდება ყავარჯნით, უჭირს წერა და მინდა გითხრათ, რომ ეექიმები ირმწუნებიან, რომ ამგვარი დინამიკით ძალიან მალე შეიძლება დადგეს უმძიმესი შედეგი. ამიტომ ელენს დაუყოვნებლივ სჭირდება კომპლქსური დიაგნოსტიკა, რათა დაინიშნოს ადეკვატური მკურნალობა.

მოთხოვნა ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში, ბუნებრივია, იქნებოდა უდანაშაულო ადამიანის გათავისუფლება – ელენეს დარუნება თავის ოთხ შვილთან, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც გვმართავს რეჟიმი, მაგრამ დროებით და ამაში დარწმუნებულია, პირველ რიგში, ელენე ხოშტარია, რომელიც სრულად დეჰუმანიზებულია, რომელიც დაცლილია ადამიანობისგან, არ აქვს არავითარი მორალი და შესაბამისად, მისი გათავისუფლების მოთხოვნაც აზრს მოკლებულია. მაგრამ, თუ ივანიშვილის რომელიმე პაიკს ჰუმანურობის ნატამალი მაინც დარჩა, ჩვენ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ, რომ ელენეს ჩაუტადრეს გადაუდებელი დიაგნოსტირება იმისთვის, რომ შემდგომ მას მიეწოდოს შესაბამისი მკურნალობა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ უმძიმესი ვიტარების მიუხედავად, ელენე იქიდან გამოვა გამარჯვებული და რომ ჩვენ, ყველა ერთად – საქართველო გაიმარჯვებს! თავისუფლება ელენეს! თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს!” – განაცხადა ბოკუჩავამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გაზმომარაგება 7500 აბონენტს შეუწყდება – იხილეთ მისამართები
  • ბიზნეს-რეკეტის საქმე – ელმურაზ მამედოვის წინააღმდეგ საქმეში სატელეფონო ჩანაწერები და პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები დევს
  • მოქალაქეები პენიტენციურ სამსახურთან აქციას მართავენ – ისინი ელენე ხოშტარიას კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge