Wednesday, June 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

პარტია “დროა” ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პენიტეციური სამსახურის განცხადებას პასუხობს

June 17, 2026
პარტია “დროა” ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პენიტეციური სამსახურის განცხადებას პასუხობს

პარტია “დროა” ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პენიტეციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას პასუხობს.

პარტიის განცხადებით, ადვოკატის პრესკონფერენციის შემდეგ, ხოშტარიასთან დაწესებულების ექიმმა და დირექტორმა კომუნიკაცია დაამყარეს. დროა პენიტენციურ სამსახურს ტყუილში ადანაშაულებს:

“დღეს პოლიტიკური პატიმრის, ელენე ხოშტარის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გამართული პრესკონფერენციის შემდეგ, პენიტენციურმა სამსახურმა საკუთარი განცხადებითვე აღიარა, რომ ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებული და გამწვავებულია. აგრეთვე, განცხადება, შეიცავს ბევრ ტყუილსა და უზუსტობას:

1. სიცრუეა, რომ ელენე ხოშტარიას ადვოკატის განცხადებაზე, რომლითაც ის მკურნალობის გეგმასა და ციხის ადმინისტრაციასთან შეხვედრას ითხოვდა, პენიტენციურმა სამსახურმა რაიმე რეაგირება მოახდინა.

სიმართლეა, რომ წერილის შეტანიდან 2 კვირის გასვლის შემდეგაც კი ელენეს ან მის ადვოკატს არავითარი პასუხი არ მიუღიათ.

2. სიცრუეა, რომ ელენე ხოშტარიას ადვოკატმა და პარტია “დროამ” სასჯელაღსრულების დაწესებულება დაადანაშაულეს იმაში, რომ პოლიტიკურ პატიმარს ციხეში რაიმე დაავადება განხზრახ დამართეს.

სიმართლეა, რომ ელენე ხოშტარიას დაპატიმრებამდე ჰქონდა ქრონიკულ დაავადებათა დიაგნოზები, რომელთა სისტემურ მკურნალობაზეც პენიტენციური სამსახური პატიმარს უარს ეუბნება. ეს აღინიშნა პრესკონფერენციაზე და იმავეს ადასტურებს თავად პენიტენციური სამსახურის გავრცელებული განცხადება.

საზოგადოებას გვინდა, ვაცნობოთ, რომ ჩატარებული პრესკონფერენციის შემდეგ, მყისიერად დამყარდა კომუნიკაცია ელენესთან, როგორც დაწესებულების ექიმის, ისე დირექტორის მხრიდან. სამწუხაროა, რომ ამგვარი კომუნიკაციისთვისაც კი საჯარო პრესკონფერენცია გახდა საჭირო, რაც არ აგვარებს ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის პრობლემას. ვიმედოვნებთ, რომ ამ კომუნიკაციას პრაქტიკული შედეგი მოყვება სისტემური მკურნალობის მიმართულებით.

3. სიცრუეა, რომ ელენე ხოტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რაიმე სახით ან ფორმით არ გაუარესებულა.

სიმართლეა, რომ ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუქცევადად უარესდება და ეს მათივე განცხადებაშია აღიარებული. მკურნალობა ხორციელდება ეპიზოდურად, მოვალეობის მოხდის მიზნით, ცალკეული სიმპტომების ჩასახშობად ამიტომ ასეთი მკურნალობა არაეფექტიანია. იმ რევმატოლოგმაც კი, რომელიც თავად ციხის ადმინისტრაციის ორგანიზებით გაესაუბრა ელენეს ვიდეოზარის მეშვეობით, აღნიშნა, რომ წარმოდგენილი კვლევები, მაგალითად მრტ კვლევა, არ არის გამოსადეგი მდგომარეობის შესაფასებად, რადგან არ არის შესაბამისი ხარისხის (კონტრასტული მრტ).

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თავისუფლების პირობებში, ელენეს დაავადებების მართვა სრულიად შესაძლებელი იყო და მისი მდგომრეობა თვისობრივად გაუარესდა მას მერე, რაც მისი დაკავების შემდეგ, მკურნალობაზე პასუხისმგებელი პენიტენციური სამსახური გახდა. კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, ელენე რეჟიმისგან არაფერს ითხოვს და მისი ჯანმრთელობის გაუარესების გამო მოსალოდნელი მძიმე შედეგების შესახებ სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რეჟიმს და პირადად ბიძინა ივანიშვილს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ელენეს პრეტენზია არ აქვს ციხის რიგით თანამშრომლებთან – ექთნებთან და ოფიცრებთან.

პენიტენციურმა სამსახურმა ყალბი ინფორმაციის გავრცელების ნაცვლად, დაუყოვნებლივ პასუხი უნდა გასცეს ელენე ხოშტარიას ადვოკატის წერილს”. – წერს პარტია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მოქალაქეები პენიტენციურ სამსახურთან აქციას მართავენ – ისინი ელენე ხოშტარიას კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ
  • “გარკვეულწილად ირანმა გაიმარჯვა, მაგრამ ირანელი ხალხი დამარცხდა, იმიტომ რომ რეჟიმი უფრო მკაცრი და დაუნდობელი გახდა მათ მიმართ” – პაატა ზაქარეიშვილი “მეტრონომთან”
  • ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად – ელენე ხოშტარია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge