მრავალშვილიან ქალს პოსტერის დაზიანების გამო სიცოცხლის რისკს რომ უქმნის სახელმწიფო და თანაც თავს იმით იმართლებს, რომ ელენეს ჯანმრთელობის პრობლემები ისედაც ჰქონდა, ვიცოდი და მაინც გამოვკეტეო – კი, ზუსტად ამაშია საქმე! ეს არის აღიარება, რომ განზრახ წირავ ადამიანს! – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ანა ბუჩუკური სოციალურ ქსელში წერს.
აღნიშნულით ის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შესახებ ინფორმაციას ეხმაურება.
„მრავალშვილიან ქალს, პოსტერის დაზიანების გამო სიცოცხლის რისკებს რომ უქმნის სახელმწიფო, და თანაც თავს იმით იმართლებს, რომ ელენეს ჯანმრთელობის პრობლემები ისედაც ჰქონდა, ვიცოდი და მაინც გამოვკეტეო – კი, ზუსტად ამაშია საქმე! ეს არის აღიარება, რომ განზრახ წირავ ადამიანს!
ელენეს ჯანმრთელობას და შვილებთან მალე დაბრუნებას ვუსურვებ! – წერს ბუჩუკური.
ცნობისთვის, ადვოკატის ინფორმაციით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. როგორც მისმა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ აღნიშნა, ელენე ხოშტარიას სახსრების ძლიერი ტკივილი აქვს, მოძრაობის გაძნელება, რის გამოც ვერ ახერხებს ზოგჯერ წერას და გადაადგილებისას ყავარჯენი სჭირდება.
