Tuesday, May 13, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home სხვადასხვა

“ტრაგიკულად დაეღუპა 20 წლის არაჩვეულებრივი ვაჟი” – აქამდე უცნობი ფაქტები ამირან გამყრელიძის ცხოვრების შესახებ

March 9, 2020
“ტრაგიკულად დაეღუპა 20 წლის არაჩვეულებრივი ვაჟი” – აქამდე უცნობი ფაქტები ამირან გამყრელიძის ცხოვრების შესახებ

კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბას­თან ერ­თად და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გარ­შე­მო ინ­ტე­რე­სი გა­ი­ზარ­და. მას აქამ­დეც იც­ნობ­და მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო და საკ­მა­ოდ დიდი პა­ტი­ვის­ცე­მი­თა და ნდო­ბით სარ­გებ­ლობ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, თუმ­ცა ბოლო დღე­ებ­ში ნამ­დვილ ვარ­სკვლა­ვად იქცა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. რო­გორც ცნო­ბი­ლია გამ­ყრე­ლი­ძეს მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი ჰყავს. დღეს გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ სწო­რედ მისი ვა­ჟია ერთ-ერთ, ვინც კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცირ­და.~

თუმ­ცა არის რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტი, რის შე­სა­ხე­ბაც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ არ იცის. მათ შო­რის ის, რომ გამ­ყრე­ლი­ძეს წლე­ბის წინ ვაჟი ავა­რი­ა­ში და­ე­ღუ­პა. მათი ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი თინი დო­ლი­ძე და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის ცხოვ­რე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტებ­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

“დიდ­ხანს ვით­მი­ნე, დიდ­ხანს ვი­კა­ვე თავი. ათა­სი ტყუ­ილ-მარ­თა­ლი წა­ვი­კი­თხე ფბ-ზე გამ­ყრე­ლი­ძე­ე­ბის ოჯახ­ზე და იმის გამო, რომ ზედ­მე­ტად არ და­მე­ძა­ბა სი­ტუ­ა­ცია იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ კო­რო­ნა ვირუ­სის გამო ხალ­ხი ისე­დაც და­ზაფ­რუ­ლია, ად­გი­ლი ჰქონ­და სხვა­დას­ხვა სა­ხის სპე­კუ­ლა­ცი­ებ­სა და ჭო­რებს, გა­დავ­წყვი­ტე სა­ჯა­როდ გი­თხრათ (ჯერ ზუს­ტი ცნო­ბე­ბი ა. გამ­ყრე­ლი­ძის ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ლექ­სი­კო­ნი­დან. მე­ში­ნო­და, რამე არ გა­მომ­რჩე­ნო­და):

1. ამი­რან­მა და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის სა­ხემ­წი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო სამ­კურ­ნა­ლო ფა­კულ­ტე­ტი 1974 წელს. 1974-1991წწ. იყო თბი­ლი­სის სა­ხემ­წი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტის ალერ­გო­ლო­გი­ის კა­თედ­რის უფ­რო­სი ლა­ბო­რან­ტი, ასის­ტენ­ტი, დო­ცენ­ტი.

1991-1996წწ. თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის კვლე­ვი­თი და ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი მე­დი­ცი­ნის ინ­სტი­ტუ­ტის ალერ­გი­ულ და­ა­ვა­დე­ბა­თა ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ი­სა და კვლე­ვი­თი იმუ­ნო­გე­ნე­ტი­კის გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გე; 1994-1997წწ. ჯან­დაც­ვის მარ­თვის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე, მი­ნის­ტრი (1995-2004). გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი აქვს შრო­მე­ბი ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აქ­ტუ­ა­ლურ სა­კი­თხებ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ.

არის ევ­რო­პის ალერ­გი­ი­სა და კვლე­ვი­თი იმუ­ნო­ლო­გი­ის აკა­დე­მი­ის, გერ­მა­ნი­ის ალერ­გი­ი­სა და იმუ­ნო­ლო­გი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბის, UCB ალერ­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის (ბელ­გია) წევ­რი; სა­ქარ­თვე­ლოს ალერ­გი­ი­სა და იმუ­ნო­ლო­გი­ის ასო­ცი­ა­ცი­ის ვიცე-თავ­ჯდო­მა­რე, პრო­ფე­სო­რი (1991); ლ. საყ­ვა­რე­ლი­ძის სახ. და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი;

მისი ბი­ოგ­რა­ფია შე­სუ­ლია მსოფ­ლი­ოს ალერ­გო­ლო­გი­ი­სა და კვლე­ვი­თი იმუ­ნო­ლო­გი­ის ასო­ცი­ა­ცი­ის ცნო­ბარ­ში (1990) და ცნო­ბარ­ში “ვინ ვი­ნაა ქარ­თულ სა­მე­დი­ცი­ნო მეც­ნი­ე­რე­ბა­ში” (2000).

2. ახლა შემ­დე­გი: 1995 წელს ამი­რანს ავა­რი­ა­ში და­ე­ღუ­პა 20 წლის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შვი­ლი – გიგი გამ­ყრე­ლი­ძე, რ-ც ჩვენს ოჯახ­ში იზ­რდე­ბო­და ექვს წლამ­დე და პი­რა­დად მე მაქვს მას­ზე გა­წე­უ­ლი ამა­გი. ეს ტრა­გე­დია დღემ­დე მო­უ­შუ­შე­ბე­ლი ტკი­ვი­ლია ყო­ვე­ლი ჩვენ­თა­გა­ნის­თვის. დღეს, გი­გის ძმა, ნიკა (ნი­კუ­შა, რო­გორც ჩვენ ვე­ძა­ხით), კო­ლე­გის და­უ­დევ­რო­ბი­სა და უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გამო ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იმ­ყო­ფე­ბა.

მა­ღა­ლი თვით­შეგ­ნე­ბი­სა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მქო­ნე ახალ­გაზ­რდამ თა­ვად, თვით­დი­ნე­ბით მი­ა­შუ­რა სტა­ცი­ო­ნარს და იქ გა­დის მკურ­ნა­ლო­ბას. კი­დევ ერთი: ამი­რა­ნის მე­უღ­ლეა მა­რი­ნა კვე­ზე­რე­ლი-კო­პა­ძე (ჩემი დე­ი­დაშ­ვი­ლი, ისიც ექი­მი), რომ­ლის მამა ავ­თან­დილ კვე­ზე­რე­ლი-კო­პა­ძე გახ­ლდათ ცნო­ბი­ლი პე­დი­ატ­რი. მის ხელ­ში მი­ლი­ო­ნამ­დე (სტა­ტის­ტი­კუ­რად, პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით) ბავ­შვმა გა­ი­ა­რა და მრა­ვა­ლი მათ­გა­ნის სი­ცო­ცხლე იხ­სნა. ამი­ტომ უმორ­ჩი­ლე­სად გთხოვთ (და არ­ცერ­თი წუ­თით ეჭ­ვიც არ მე­პა­რე­ბა ჩემი ფბ მე­გობ­რე­ბის ადა­მი­ა­ნუ­რო­ბა­ში), ყვე­ლა­ნა­ი­რი ღლი­ცი­ნის, ცი­ლის­წა­მე­ბის, ჭორ-მარ­თა­ლის, ღვარ­ძლი­სა და ბოღ­მის გა­რე­შე ვუ­სურ­ვოთ ნი­კუ­შას გა­მო­ჯან­მრთე­ლებ” – წერს დო­ლი­ძე.

წყარო: ambebi.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მექსიკაში მერობის კანდიდატი პირდაპირ ეთერში მოკლეს
  • თბილისის ნაწილს შუქი მთელი დღით გაეთიშება – ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
  • 2 დღის წინ მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, „რატის ბარი“ განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge