ევროპარლამენტის მომხსენებელი საქართველოს საკითხებზე, რასა იუკნევიჩიენე ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება:
“10-თვიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ, მკურნალობის გარეშე ელენე ხოშტარიას შეუქცევადი ზიანის საფრთხე ემუქრება. ევროპარლამენტმა აღიარა მის მიმართ არსებული დამამცირებელი პირობები და სპეციალიზებული დახმარების საჭიროება.
საქართველოს ხელისუფლება უგულებელყოფს მკურნალობის გეგმასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. ეს პოლიტიკური დევნაა.
თავისუფლება ელენეს!” – ამბობს რასა იუკნევიჩიენე.
დღეს ელენე ხოშტარიას ადვოკატმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. ის გადასაადგილებლად ხელჯოხს იყენებს. მოგვიანებით პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ “დიაგნოზის აბსოლუტური უმეტესობა ელენე ხოშტარიას დადგენილი ჰქონდა დაწესებულებაში შემოსახლებამდე”.
