Wednesday, June 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ივანიშვილი ამღვრევს წყალს და ცდილობს მასში თევზი დაიჭიროს…” – რას ამბობს გია ხუხაშვილი

June 17, 2026
“ასეთ ფაქტებს ექნება ადგილი ყოველდღიურად, სანამ მათი ამოცანა არ იქნება მიღწეული ან საზოგადოება მათ არ აიძულებს, რომ უარი თქვან ამ ძალიან მანკიერ მიდრეკილებებზე” – გია ხუხაშვილი “მეტრონომთან”

პაპუაშვილი კახელია და სამხარაძე იმერელი. ის კახურად პირდაპირ საუბრობს, რასაც ფიქრობენ „ქართულ ოცნებაში“ და ეს იმერულად ახვევს, „ტრიუკებს“ ატარებს, რომ ვითომ, მზად არიან მოლაპარაკებებისთვის – სხვადასხვა ტაქტიკას ირჩევენ და აბნევს ეს საზოგადოებას, ათასი შეთქმულების თეორიები იწყება, რომ აი, რა ხდება, სამხარაძე ერთს ამბობს და პაპუაშვილი მეორეს, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა, „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ „ქართულმა მხარემ ლუქსემბურგს სთხოვა, ევროკომისიასთან საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ საკითხი დააყენოს და მზად არიან კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ, მათ შორის გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით“.

ხუხაშვილის თქმით, არც სამხარაძე აყალიბებს პოლიტიკას და არც პაპუაშვილი, რეალურად კი, „ერთი კაცი თავისი პაიკებით თამაშობს, ერთმანეთისგან განსხვავებულად ასაუბრებს და შემდეგ ამღვრევს წყალს, ცდილობს ამ ამღვრეულ წყალში თევზი დაიჭიროს“.

„პრობლემა იმაშია, რომ პაპუაშვილი კახელია და სამხარაძე იმერელი. ის კახურად პირდაპირ საუბრობს, რასაც ფიქრობენ „ქართულ ოცნებაში“ და ეს იმერულად „ახვევს“, „ტრიუკებს“ ატარებს, რომ ვითომ მზად არიან მოლაპარაკებებისთვის. ქვეყანა, რომელსაც დემოკრატია უნდა, ასეთ კანონებს არ მიიღებდა. თუ ეს კანონი ვაჭრობისთვის მიიღეს, ეს კიდევ უფრო უარესი უბედურებაა, თუ ასეთ ენაზე უნდათ პარტნიორებთან და მეგობრებთან საუბარი.

ერთი კახურ „სლენგზე“ გამოთქვამს საკუთარ პოლიტიკურ მოსაზრებებს, მეორე იმერულად.

რა თქმა უნდა, ყველაფერი სავაჭროდ აქვთ პოლიტპატიმრებიდან დაწყებული კანონებით დამთავრებული.

სავაჭროდ სჭირდებათ იმისთვის, რომ მცირე კოსმეტიკური დათმობების სანაცვლოდ, ძირითად ფუნდამენტურ პრობლემებზე, რაც უკავშირდება ხისტ ავტორიტარიზმს, ბრიუსელმა თუ ამერიკამ თვალი დაუხუჭოს. სხვა საკითხია, რომ სხვადასხვა ტაქტიკას ირჩევენ და ესეც აბნევს საზოგადოებას, ათასი შეთქმულების თეორიები იწყება, რომ აი, რა ხდება, სამხარაძე ერთს ამბობს და პაპუაშვილი მეორეს.

სინამდვილეში, არც სამხარაძე აყალიბებს პოლიტიკას და არც პაპუაშვილი. ერთი კაცი თავისი პაიკებით თამაშობს, ერთმანეთისგან განსხვავებულად ასაუბრებს და შემდეგ მაქსიმალურად ამღვრევს წყალს, ცდილობს ამ ამღვრეულ წყალში თევზი დაიჭიროს“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ ლუქსემბურგის მხარეს სთხოვა, ევროკომისიასთან საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ საკითხი დააყენოს. მისივე თქმით, ქართულმა მხარემ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ლუქსემბურგის მხარეს იმის შესახებ, თუ რა ხდება, როგორც საქართველოში, ასევე, რეგიონში.

“ლუქსემბურგს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ – მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ, მათ შორის გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით,” – განაცხადა სამხარაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • იანვარ-მაისის პერიოდში საქართველოში დეკრეტული შვებულებით 284-მა კაცმა ისარგებლა
  • დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს
  • “მრავალშვილიან ქალს პოსტერის დაზიანების გამო სიცოცხლის რისკს რომ უქმნის სახელმწიფო და თან თავს იმით იმართლებს, რომ ელენეს ჯანმრთელობის პრობლემები ისედაც ჰქონდა, ეს არის აღიარება, რომ განზრახ წირავ ადამიანს!” – ანა ბუჩუკური

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge