მარნეულში კლინიკის დაცვის თანამშრომელი, 63 წლის ალადდინ ყანაზადე, რომელსაც 11 აპრილს პაციენტის ოჯახის წევრმა სცემა, საავადმყოფოში გარდაიცვალა – ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ავრცელებს და წერს, რომ კაცს ფიზიკურად მას შემდეგ გაუსწორდნენ, რაც კლინიკაში შეშვებას მიღების საათების დასრულების შემდეგ ითხოვდნენ და ამაზე უარი მიიღეს. შუახნის კაცს ოპერაცია ადგილზევე ჩაუტარდა, მოგვიანებით კი რეანომობილით თბილისში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე მართვის სუნთქვაზე იმყოფებოდა.
12 აპრილს უფლებადამცველმა სამირა ბაირამოვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პირი, რომელმაც დაცვის თანამშრომელს სცემა მარნეულის მერიის წერაქვის ადმინისტრაციული ერთეულის უფროსის ძმაა.
მომხდართან დაკავშირებით 1 პირის დაკავებული. გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
