ასპერატუსი (Undulatus asperatus) უიშვიათესი ფორმის ღრუბლებია, რომლებსაც უჩვეულო და შიშის მომგვრელი ფორმების გამო „ჯოჯოხეთის ცას“ უწოდებენ. მათი ფორმები ზოგჯერ ზღვის ტალღებს წააგავს, ზოგერ კი ცხოველის დაგრეხილ რქებს.
ეს იშვიათი მოვლენა ჯერჯერობით, ბოლომდე შესწავლილი არაა.
საშიში ღრუბლების გამოჩენა 21-ე საუკუნის დასაწყისიდან გახშირდა.
უახლოესი ნათესავის – undulatus-ის ტალღოვანი ღრუბლებისგან განსხვავებით, „მრისხანე იერის“ მქონე ასპერატურის გამოჩენა ყოველთვის ჭექა-ქუხილის ან სხვა ბუნებრივი კატაკლიზმების მოახლოებას არ ნიშნავს.
ღრუბლის ეს იშვიათი ტიპი განსაკუთრებით ხშირად ჩანს აშშ-ში, ნორვეგიაში, ახალ ზელანდიაში, ციმბირში.
2009 წელს მსოფლიოს მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ ჟენევაში გამართულ კონფერენციაზე ასპერატუსს ახალი ტიპის ღრუბლების კლასიფიკაცია მიანიჭა და საერთაშორისო ღრუბლების ატლასში შეიტანა.
წყარო: funtime