საუბრისას შევეხეთ ევროპული ინტეგრაციის საკითხებსაც. ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს საერთო ხედვა ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ გვაქვს ამ მიმართულებით საერთო გამოწვევებიც. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით ორმხრივად გამოცდილების გაზიარება და მჭიდრო კოორდინაცია, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯია სერბეთის რესპუბლიკის გადაწყვეტილება, თბილისში საელჩოს გახსნის შესახებ.
„სასიხარულოა, რომ ბოლო წლებში, უმაღლესი დონის კონტაქტები უფრო ინტენსიური გახდა. უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯია სერბეთის რესპუბლიკის გადაწყვეტილება, თბილისში საელჩოს გახსნის შესახებ. დარწმუნებულია, რომ დიპლომატიური წარმომადგენლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომ განმტკიცებას. ვისაუბრეთ სავაჭრო-ეკონომიკურ და დარგობრივ თანამშრომლობაზეც. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით არსებობს დიდი პოტენციალი, რომელიც სრულად უნდა იყოს ათვისებული. ამ თვალსაზრისით, მისასალმებელია საქართველოს და სერბეთის მთავრობებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მუშაობის მიმდინარე პროცესი. გვაქვს, დიდი წარმატება ამ პროცესში, რამდენიმე საკითხია შესათანხმებელი, ამის შემდეგ ორივე მხარე მზად ვიქნებით თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერისთვის, რაც ორმხრივად სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური განვითარებისთვის და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებისთვის.
ჩვენ საუბარი გვქონდა სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირების განვითარების მნიშვნელობაზე. საქართველო არის „შუა დერეფნის“ განუყოფელი ნაწილი და მზად ვართ, სერბეთთან გავაღრმაოთ პარტნიორობა, რათა სრულყოფილად იყოს გამოყენებული ევროპასა და აზიას შორის არსებული სატრანზიტო და სავაჭრო პოტენციალი.
საუბრისას შევეხეთ ევროპული ინტეგრაციის საკითხებსაც. ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს საერთო ხედვა ევროპული ინტეგრაციის გზაზე.
ასევე, ჩვენ გვაქვს ამ მიმართულებით საერთო გამოწვევებიც. ჩვენთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით ორმხრივად გამოცდილების გაზიარება და მჭიდრო კოორდინაცია“, – აღნიშნა კობახიძემ.
