ეზოთერიკოსმა გოგა მანიამ სოციალურ ქსელში ახალი წინასწარმეტყველება გამოაქვეყნა, რომელიც, მისი თქმით, 2026 წლის 15 ივნისს მიღებულ ხილვას ეფუძნება და მიმდინარე წლის დარჩენილ პერიოდს, მომდევნო ექვს თვეს მოიცავს.
მანიას განცხადებით, დილით ნანახი ხილვის მიხედვით, წლის ბოლომდე მნიშვნელოვანი მოვლენები განვითარდება. მისი თქმით, ხილვაში ორი ცნობილი და წარმატებული ადამიანის გარდაცვალება, ასევე ორი პიროვნების დაკავება იხილა.
„დღეს არის 2026 წლის 15 ივნისი. მინდა ეს კარგად მოისმინოთ, შეინახოთ და წინასწარ ნუ გააკეთებთ პროგნოზს. დღეიდან ზუსტად 6 თვის განმავლობაში, ამ წლის ბოლომდე, ამ დილით მქონდა ეს ხილვა. ჩემი წინასწარმეტყველებიდან 90 პროცენტი სრულდება. ორი ცნობილი და წარმატებული პიროვნება გარდაიცვლება… ვხედავ ასევე ორი პიროვნების დაკავებას. ვიცი თუ არა მათი სახელები? – ვიცი… ძალიან გთხოვთ, წინასწარ ნუ გააკეთებთ პროგნოზს“, – აცხადებს გოგა მანია.
უფრო ვრცლად, მოისმინეთ ვიდეოში
