Friday, June 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მოწმე პოლიციელი ადასტურებს, რომ სამხრე კამერები ჩართული ჰქონდა – ელისაშვილის თქმით, გამოძიება ჩანაწერს მალავს

June 15, 2026
მოსამართლემ სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევებული ალეკო ელისაშვილის პროცესებზე დაბრუნების შუამდგომლობა დააკმაყოფილა

ალეკო ელისაშვილის სასამართლო სხდომაზე მანდატურის სამსახურის თანამშრომელი იკითხება – რევაზ ბუღადრიშვილი არის პირი, რომელიც შემთხვევის დღეს, 29 ნოემბერს სასამართლოს ე.წ. კანცელარიაში პირველი შევიდა და პირველს ჰქონდა შეხება ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან.

როგორც პროცესიდან “ტვ პირველის” კორესპოდენტი იუწყება, როცა ბუღადრიშვილი სხდომაზე შევიდა, მცირე რეპლიკა წარმოთქვა ბრალდებულმა – ელისაშვილმა მოწმეს უთხრა, რომ “გათავისუფლების შემდეგ რასაც პირველი გააკეთებს, მასთან ერთად ქეიფია”. თუმცა ბუღადრიშვილის გამოკითხვას მცირე რეპლიკა მაინც მოჰყვა ბრალდებულის მხრიდან.

მანდატურის მტკიცებით, ელისაშვილმა თქვა, რომ “ქვეყნის პატრიოტია და ამიტომ გადაწყვიტა ცეცხლის სასამართლოს კანცელარიისთვის ცეცხლის წაკიდება”. სწორედ ამას მოჰყვა ბრალდებულის პროტესტი. ელისაშვილმა თქვა, რომ მსგავსი რამ არ უხსენებია და ბუღადრიშვილის მოუწოდა სიმართლე ელაპარაკა.

“ეს სიტყვა საიდან მოიტანეთ? სხვა რაღაცას ვამბობდი, ცხოვრებაში არ მითქვამს პატრიოტი ვარ-თქო. მოყევი შე დალოცვილო რაც იყო” – უთხრა ელისაშვილმა მოწმეს.

პროცესზე მანდატურამდე ჩვენება მისცა პოლციიელმა ნიკა ხოჭოლავამ – ელისაშვილმა თქვა, რომ სხვა პოლიციელებისგან განსხვავებით, ხოჭოლავა ღირსეული პოლიციელია. გაიხსენა მასთან კომუნიკაციაც.

ბრალდებულმა მოწმეს ჰკითხა, თუ ახსოვდა, რამდენად აგრესიულები იყვნენ სხვა პოლიცილები, დაუსახელა კონკრეტულად შოთა ჭიპაშვილის გვარი, რომელსაც დაპატიმრებული პოლიტიკოსი არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშულებს.

ასევე მნიშვნელოვანია ერთი დეტალი – დღეს მოწმე პოლიციელმა დაადასტურა, რომ მას კანცელარიაში მისვლის დროს სამხრე კამერები ჩართული ჰქონდა.

ელისაშვილის თქმით, თუ კამერები ჩართული იყო, მაშინ მას უნდა აღებეჭდა შოთა ჭიპაშვილის მიერ მის მიმართ განხორციელებული ძალადობა.

“იმიტომ არაა წარდგენილი ეს ჩანაწერი, რომ მალავენ” – თქვა ბრალდებულმა.

ალეკო ელისაშვილი: ეს კაცი არის წესიერი კაცი. კარგი მეხსიერება მაქვს. ყვლა სიტყვა მახსოვს, რომ შენც და მეორე ბიჭსაც ჩართული გქონდთ კამერა.

მოწმე: მე ხომ არ მითქვამს არ მქონდა ჩართული-თქო.

ალეკო ელისაშვილი: თუ გახსოვთ ის ეპიზოდი, როცა თქვენი უფროსი თავზე მედგა, შემოვიდა, კეპი ეხურა, შემაგინა და ყველა გაისუსა?

მოწმე: არ მახსოვს

ალეკო ელისაშვილი: ეს ყველაფერი კამერას ხომ უნდა გადაეღო?

მოწმე: რაც თქვენს ირგვლივ ხდებოდა ყველაფერი უნდა გადაეღო.

ალეკო ელისაშვილი: იმიტომ არაა წარდგენილი, რომ მალავენ ან ჩანაწერს.

ალეკო ელისაშვილი: ადვოკატს რომ ვითხოვდი, რატომ მაიგნორებდით? როცა ვიძახდი მომიყვანეთ ადვოკატი, რატომ მიბლოკავდით შოთას?

ალეკო ელისაშვილი: იმ შოთას (ჭიპაშვილს) თუ არ დაუჯერებ, კარგი პოლიციელი გახდები. ეგაა ჩემი სათქმელი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რუსი მხატვრის, სემიონ სკრეპეცკის მკვლელობის საქმე – გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულის მიერ გამოყენებული ქართული პასპორტი, სავარაუდოდ, ყალბია
  • 24 ივნისს ევროპარლამენტში გაფართოების საკითხებზე იმსჯელებენ – “ევროსკოპის” ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართული დელეგაცია არ იქნება
  • “ევროპარლამენტის რეზოლუციები ფარატინა ქაღალდად რჩება, რადგან ჩვენი პოლიტიკის შეცვლას და კანონების უკან გაწვევას არ ვაპირებთ” – ირაკლი ჭეიშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge