ხაშურში “ბილტმორის” მენეჯერისა და თანამშრომლის მკვლელობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს – ინფორმაცია მთავარს შსს-ში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, დაკავებულს განზრახ მკვლელობის თანამონაწილეობას ედავებიან.
გუშინ, 14 ივნისს, ხაშურში სროლის შედეგად 2 ადამიანი მოკლეს. ადგილობრივი მედიის ცნობებით, მკვლელობა მხარეებს შორის ქვიშა-ხრეშის კარიერის გამო დაწყებულ დაპირისპირებას მოჰყვა. შემთხვევა ხაშურში, ტაბიძის სკვერში მოხდა.
