საზმაუში მიმდინარე სამუშაო შეხვედრაზე გადაცემის სეგმენტ-პროდიუსერმა განაცხადა, რომ ბავშვის ცუდად ყოფნა ვერ შეამჩნა:
“ეთერი დასრულდა, ზუსტად იყო 3 წუთი დასრულებამდე, ბავშვების წრე შეიკრა და მივედი მშობლებთან ერთად, ბავშვი იყო ჩამომჯდარი და რომ ვიკითხე რა ხდება, ბავშვმა მითხრა დამცხა და დავჯექი. აბსოლუტურად კონტაქტურად, ვერ შევამჩნიე რომ ბავშვი იყო ცუდად. მოიტანეს წყალი ბოთლით და დავალევინეთ. ბავშვს ვასმევდით წყალს, როცა უკვე ფოტოების გადაღება დაიწყო და ვუთხარი, გინდა მეთქი ფოტოს გადაღება? კიო და გაიქცა ” – თქვა გადაცემის სეგმენტ-პროდიუსერმა.
შეხვედრაზე რამდენიმე დღის წინ პირდაპირ ეთერში მომხდარ შემთხვევას განიხილავენ. მუსიკალური ნომრის შესრულებისას, მოზარდმა გონება დაკარგა. მისი ბებიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ამის მიუხედავად სიმღერა გაგრძელდა და ბავშვის გონების კარგვაზე რეაგირება არავის აქვს. გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციაა, რომ მომხდარი არ დაუნახავთ.
