Friday, June 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ყველანაირი მტკიცებულების გარეშე ვართ ყველანი ერთ ქვაბში ჩაყრილები” – 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული რამაზ მამულაძე

June 15, 2026
“ყველანაირი მტკიცებულების გარეშე ვართ ყველანი ერთ ქვაბში ჩაყრილები” – 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული რამაზ მამულაძე

ბატონო მოსამართლე, მინდა გესაუბროთ, როგორც ადამიანი, რომლის ბედიც თქვენს ხელშია – მე შემომთავაზეს მარტივი გზა, გამეფორმებინა საპროცესო შეთანხმება და სახლში წავსულიყავი, მაგრამ აქ ვდგავარ! მე ბრალს არ ვაღიარებ, – ამის შესახებ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულმა რამაზ მამულაძემ საკუთარ საბოლოო სიტყვაში განაცხადა.

ის ერთ-ერთია 8 დაკავებულიდან, ვინც ბრალი არ აღიარა და საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმდა.

“ეს არის პროკურატურის მიერ უტიფარი ბრალდებები და თეთრი ძაფით ნაკერი… ჩვენ, როგორც ბრალდებულებს ჩვენი უდანაშაულობის მტკიცება არ უნდა გვიწევდეს, მტკიცების ვალდებულება პროკურატურას აქვს, მან არ თქვა, ჩვენ კონკრეტულად რას ვაკეთებდით.

ბატონო მოსამართლე, მინდა გესაუბროთ, როგორც ადამიანი, რომლის ბედიც თქვენს ხელშია – მე შემომთავაზეს მარტივი გზა, გამეფორმებინა საპროცესო შეთანხმება და სახლში წავსულიყავი, მაგრამ აქ ვდგავარ! მე ბრალს არ ვაღიარებ, რადგან რასაც მედავებიან, ის არ არსებობს!.. შენობაში შეღწევა ჩემი მიზანი რომ ყოფილიყო, ამაში ხელს არავინ მიშლიდა, ჩემი მიზანი ძალადობა არ ყოფილა, მე არ ვარ კრიმინალი! დღეს მე არ ვიცავ თავს, ამ დარბაზში წყდება, რამდენად არის სამართალი. სად არის მტკიცებულება? სად ისმის ჩემი ხმა, რომ ვინმეს შეურაცხყოფას ვაყენებ? არ არსებობს კადრი და მოწმე, რომელიც ამას იტყვის. ბრალდება წერს – “ისროდნენ სხვადასხვა საგნებს” – მე ვის რა ვესროლე? აჩვენეთ სასამართლოს, რა ვისროლე? რითი ამტკიცებს ბრალდება ამ მძიმე ბრალს, ჰაერში ნასროლი სიტყვებით?.. რამდენჯერმე შევაჯანჯღარე ჭიშკარი, ეს იყო ემოციური ამოფრქვევა და არა სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა… ყველაფერი შეთითხნილია, რომ დაგვაბრალონ ის, რაც ბუნებაში არ მომხდარა. ყველანაირი მტკიცებულების გარეშე ვართ ყველანი ერთ ქვაბში ჩაყრილები”, – განაცხადა მამულაძემ.

აღნიშნულ ეპიზოდზე სულ 14 ბრალდებული იყო, მათგან 6 პირს – გიორგი ქორქიას, გიორგი რურუას, ხვიჩა გოგოხიას, ლევან ჯიქიას, ლაშა ივანაძეს და სერგო მეგრელიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და ისინი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ, დანარჩენი 8 პირის – ზურაბ ჭავჭანიძის, ვლადიმერ გველესიანის, ამირან დოლიშვილის, ანტონ ვარდანიძის, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილის, სულხან ტუღუშისა და რამაზ მამულაძის მიმართ კი სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, აღნიშნულ ეპიზოდზე ბრალდებულებს: ზურაბ ჭავჭანიძეს, ვლადიმერ გველესიანს, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, სულხან ტუღუშსა და რამაზ მამულაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთო ჯამში სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 64 პირი მიეცა. ამ ეტაპზე, პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას 22 პირთან დაკავშირებით დათანხმდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მე დავიკავებ იმ ადგილს, რომელიც მამაჩემს ეკავა” – 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კახაბერ მჟავანაძის შვილი
  • 72 წლის ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი განაჩენის გამოცხადების შემდეგ
  • “სასამართლოს გადაწყვეტილება არასამართლიანია – ბრძოლა გრძელდება!” – გიორგი ჩახუნაშვილის შვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge