Friday, June 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“პაატა მანჯგალაძემ როცა გაიგო ძალადობრივი მოწოდებები, რა გააკეთა, გაემიჯნა?” – მამუკა მდინარაძე

June 15, 2026
მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს

პაატა მანჯგალაძე უდანაშაულო ადამიანი თუ არის, როდესაც გაიგო ძალადობრივი მოწოდებები და ორგანიზატორებში იდგა, რა გააკეთა მან, გაემიჯნა?! – ჯერ სურათები გადაიღეს, მერე განცხადებას შეუერთდა – პრეზიდენტის სასახლის აღებაზე მოწოდებებსაც რომ არ გაემიჯნეთ, ეს არის დანაშაული, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, საუბარი იმაზე, რომ პაატა მანჯგალაძე ციხეში ფოტოს გადაღების გამო ზის, არასწორია.

„რაც შეეხება პაატა მანჯგალაძეს, ამ ადამიანს კარგად ვიცნობ, კოლეგები ვიყავით პარლამენტში. მე ეთერებში ბევრი მოვისმინე, რომ კაცი ციხეში ფოტოს გადაღების გამო ჩასვესო. ჩემი აზრით, ეს არის, როგორც მინიმუმ, არასწორი დამოკიდებულება ვიღაცების მხრიდან, არასწორი მესიჯბოქსი. მეტიც, გავლენა „ნაცური“ ტრენდისა, რომელი „ნაცური“ ტრენდითაც დაარქვეს თავის დროზე „პიჯაკების საქმე“. მაქსიმუმ, 100 ათასი ლარის იყო რაღაც ტანსაცმელი, მაგრამ დანარჩენი 8 მილიონ 900 ათასი დარჩა ჰაერში. მარტო პიჯაკები მიეწერა სააკაშვილს, დანაშაული რომ ჩაიდინა. „ტროტუარზე დგომის საქმე“ – თითქოს ტროტუარზე დგომის გამო ვინმე ვინმეს აკავებს. ესეც ძალიან მანიპულაციური და ცუდი ინტერპრეტაციაა. უცხოელი რომ ვიყო, ვიფიქრებდი, საერთოდ არ ჩავალ ამ ქვეყანაში. აქაც საუბარია, თითქოს, ფოტოს გადაღების გამო. ერთადერთი, რაზეც პაატა მანჯგალაძის შემთხვევაში შეიძლება იკამათო, არის წამქეზებლის თუ ორგანიზატორის ფუნქცია, როცა ადამიანი თავად დადგა, ჯერ ფოტო გადაიღო მათთან ერთად. დეკლარირება გააკეთეს, არ გაუპროტესტებია, შემდეგ ავიდა სცენაზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, პაატა მანჯგალაძე სცენაზე ორგანიზატორებთან ერთად იდგა და თავს ადეკლარირებდა, როგორც დანაშაულის ორგანიზატორი.

„პაატა მანჯგალაძეს სულ მცირე 5 ათასი ამომრჩეველი ხომ ჰყავს თბილისში?! ის დადგა იქ და თავი დაადეკლარირა, დააიდენტიფიცირა, როგორც ორგანიზატორი. ძალით ხომ არ წაუყვანია ვინმეს?! ამან ხომ ვიღაცაზე იმოქმედა. პაატა მანჯგალაძე უდანაშაულო ადამიანი თუ არის, როდესაც გაიგო ძალადობრივი მოწოდებები და ორგანიზატორებში იდგა, რა გააკეთა მან, გაემიჯნა?! ჯერ სურათები გადაიღე, მერე განცხადებას შეუერთდი, იქ იდექი. მერე წამოხვედი, ტრიბუნაზე ახვედი და მოწოდებაც კი რომ ნახე, პრეზიდენტის სასახლე ავიღოთო, იყვირეს ვიღაცებმა – „მამაკაცური ძალა“, დავამხოთ, ამოვატრიალოთ, დავიჭიროთ ყველაო, ამასაც რომ არ გაემიჯნეთ, ეს არის დანაშაული. დანაშაული აუცილებლად აქტიური მოწოდება არ არის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მე დავიკავებ იმ ადგილს, რომელიც მამაჩემს ეკავა” – 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კახაბერ მჟავანაძის შვილი
  • 72 წლის ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი განაჩენის გამოცხადების შემდეგ
  • “სასამართლოს გადაწყვეტილება არასამართლიანია – ბრძოლა გრძელდება!” – გიორგი ჩახუნაშვილის შვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge