Friday, June 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ერთი ხალხი, ერთი საქართველო“ – 20 ივნისს შაბათის მარში “გავრილოვის ღამეს“ მიეძღვნება

June 15, 2026
“ერთი ხალხი, ერთი საქართველო“ – 20 ივნისს შაბათის მარში “გავრილოვის ღამეს“ მიეძღვნება

20 ივნისს, შაბათის მარში „გავრილოვის ღამეს“ მიეძღვნება. მარში – „გვახსოვს გავრილოვის ღამე“ 19:00 საათზე დაიწყება და ფილარმონიიდან პარლამენტამდე გაიმართება.

„სამოქალაქო კამპანია „ერთი ხალხი, ერთი საქართველო“ ავრცელებს განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ მარში იქნება პასუხი ძალადობაზე, რეპრესიებზე, შიშსა და დაუსჯელობაზე.

“სამოქალაქო კამპანია „ერთი ხალხი, ერთი საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს: 20 ივნისს, 19:00 საათზე, შევიკრიბოთ ფილარმონიასთან. მოვიდეთ არა მხოლოდ წარსულის გასახსენებლად, არამედ მომავლის დასაცავად.

7 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს, ათასობით მოქალაქე გამოვედით ქუჩაში იმის გასაპროტესტებლად, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსეთის სახელმწიფო დუმის კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი აღმოჩნდა. ეს არ იყო პროტესტი მხოლოდ ერთი პოლიტიკური ინციდენტის წინააღმდეგ. ეს იყო საზოგადოების პასუხი ქვეყნის სუვერენიტეტის, ეროვნული ღირსებისა და ევროპული მომავლის შეურაცხყოფაზე.

20 ივნისი იქცა წყალგამყოფად საქართველოს თანამედროვე ისტორიაში.

იმ ღამეს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ პირველად აჩვენა, რომ მზად იყო საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ მასშტაბური ძალადობა გამოეყენებინა. მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენა რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და ფიზიკური ძალა. ასობით ადამიანი დაშავდა, ბევრმა დაკარგა მხედველობა, ყველა დამნაშავე დღესაც არ დასჯილა. მეტიც, გავრილოვის ღამეს მოჰყვა 5 ივლისის ტრაგედია, ლექსო ლაშქარავას მკვლელობა, პოლიტიკური ოპონენტების დევნა და რეპრესიები, რომლებიც დღესაც გრძელდება.

გავრილოვის ღამე მხოლოდ საკუთარ თანამოქალაქეებზე ძალადობის დღე არ ყოფილა, ამ დღეს კიდევ უფრო აშკარა გახდა ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილება – ხელისუფლება ცდილობდა და დღესაც ცდილობს ჩვენი სუვერენიტეტის და დასავლურ ცივილიზაციაში კუთვნილი ადგილის რუსულ ავტორიტარიზმში გადაცვლას. 20 ივნისის შემდეგ ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის გაჩნდა უფსკრული, რომელიც წლების განმავლობაში კიდევ უფრო გაღრმავდა.

20 ივნისი იყო პასუხი საქართველოს სუვერენიტეტის შელახვაზე. ეს იყო დღე, როდესაც საქართველოს მოქალაქეები ერთად დადგნენ ქვეყნის ღირსების დასაცავად.

ჩვენი მარში იქნება პასუხი ძალადობაზე, რეპრესიებზე, შიშსა და დაუსჯელობაზე. პასუხი მათ, ვინც მოქალაქეების თავისუფალ ნებას ძალით უპირისპირდება.

რადგან თავისუფალი, დამოუკიდებელი და ღირსეული საქართველო მხოლოდ მაშინ იმარჯვებს, როდესაც ხალხი ერთად დგას“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მე დავიკავებ იმ ადგილს, რომელიც მამაჩემს ეკავა” – 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კახაბერ მჟავანაძის შვილი
  • 72 წლის ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი განაჩენის გამოცხადების შემდეგ
  • “სასამართლოს გადაწყვეტილება არასამართლიანია – ბრძოლა გრძელდება!” – გიორგი ჩახუნაშვილის შვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge