უკვე მე-3 დღეა, ოჯახი კახეთში 39 წლის გიორგი გიორგანაშვილს ეძებს – მათი ინფორმაციით, მისი კუთვნილი ავტომობილი პოლიციამ ყვარელში, ილიას ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვა. ახალგაზრდა კაცის ცოლის ინფორმაციით, გიორგანაშვილი 12 ივნისს, დილის 09:00 საათზე, თელავში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან გავიდა და ოჯახის წევრებს უთხრა, რომ მთის მიმართულებით მიდიოდა.
ოჯახის წევრების თქმით, არსებობს ეჭვი, რომ ის უკან დაბრუნებას არ აპირებდა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, დაკარგულს სახლიდან გასვლისას ეცვა შავი ფერის მაისური, შარვალი და კედები.
ოჯახი აქვეყნებს ტელეფონის ნომრებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ნებისმიერი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში დაურეკონ: +995 568 83 53 80; +995 591 28 59 49.
