UFC-ს ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ მსუბუქი წონის (70კგ) საჩემპიონო ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა. 15 ივნისს თოფურია UFC-ს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი შოუს მთავარი მონაწილეა – თეთრ სახლში, აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავისთვის მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში ის ამერიკელ ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება.
„ყოველთვის ვამბობ, რომ თუ ვინმე ჩემს ვენებს გადაჭრის, ვენებიდან გადმოსული სისხლი ქართული იქნება. ჩემი ყველა წინაპარი ქართველია და ეს ერთადერთი ადგილია, სადაც შემიძლია, თავი თავისუფლად ვიგრძნო. საქართველოს ისეთი მდიდარი და რთული ისტორია აქვს, რომ სულ მინდოდა, მცირე სიხარული მიმენიჭებინა“ – თქვა UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ HBO-ს სერიალ Los Topuria-ში საქართველოს შესახებ საუბრისას.
აწონვების ოფიციალური ცერემონიის დროს ილია თოფურიამ 70 კგ უპრობლემოდ დააფიქსირა. წონა ასევე წარმატებით ჩააბარა ჯასტინ გეიჯიმ. 29 წლის ქართველი მებრძოლი დაუმარცხებელია, მან კარიერაში 17 ბრძოლა მოიგო. 2024 წელს თოფურია ქვემსუბუქი წონის (65კგ) ჩემპიონი გახდა, ხოლო 2025 წლის ივნისში მსუბუქი დივიზიონის ქამარიც მოიპოვა
