Sunday, June 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მნიშვნელოვანი სიახლე მძღოლებისთვის – დარღვევები, რომლებზეც ჯარიმები შესაძლოა, 40-75%-ით შემცირდეს

June 14, 2026
მნიშვნელოვანი სიახლე მძღოლებისთვის – დარღვევები, რომლებზეც ჯარიმები შესაძლოა, 40-75%-ით შემცირდეს

„საქართველოს ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაციამ“ ჯარიმების შემცირების მიზნით, საკანონმდებლო წინადადება მოამზადა და პარლამენტს უკვე წარუდგინა.

ასოციაცია მიიჩნევს, რომ 2026 წლის 1-ელი მაისიდან ამოქმედებული რიგი ჯარიმები ცალკეულ შემთხვევებში არ შეესაბამება სამართალდარღვევის სიმძიმეს.

ასოციაცია გამოდის ინიციატივით, რომ რიგ დარღვევებზე ჯარიმები 40-75%-ით შემცირდეს. უფრო კონკრეტულად, ასოციაციის მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადება გულისხმობს:

15-40 კმ/სთ-ით დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის გათვალისწინებული ჯარიმის 100 ლარიდან 60 ლარამდე შემცირებას;

სატრანსპორტო საშუალების მართვისას მობილური ტელეფონით სარგებლობისთვის გათვალისწინებული ჯარიმის 50 ლარიდან 30 ლარამდე შემცირებას;

სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის, თუ ქმედებას არ მოჰყოლია საავარიო ვითარების შექმნა ან საგზაო მოძრაობის მონაწილეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის რეალური საფრთხის წარმოშობა, ჯარიმის 100 ლარიდან 50 ლარამდე შემცირებას, ხოლო მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების 20-ის ნაცვლად 10 ქულით შემცირებას;

ავტომობილით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის გათვალისწინებული ჯარიმის 50 ლარიდან 30 ლარამდე შემცირებას, ხოლო მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების შემცირებას 10-ს ნაცვლად 5 ქულით;

ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთში ან საქართველოს რომელიმე კურორტზე დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმის 50 ლარიდან 20 ლარამდე შემცირებას;

ვრცლად…

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • უკვე მე-3 დღეა, ოჯახი კახეთში 39 წლის გიორგი გიორგანაშვილს ეძებს
  • “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საქართველოში კვლავ რჩება არაერთი გამოწვევა, რომელიც თანმიმდევრულ და ეფექტიან რეაგირებას საჭიროებს” – სახალხო დამცველი
  • “ჩავწვდეთ ცხოვრების უმთავრეს მიზანს…” – რა განაცხადა პატრიარქმა შიო III-მ დღევანდელი ქადაგებისას?

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge