Sunday, June 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მადლი რომ მოვიხვეჭოთ, აუცილებლად უნდა ვისწავლოთ თავმდაბლობა” – პატრიარქი შიო III

June 14, 2026
“უფალი დღესაც ჩვენთან არის, იგი ასრულებს თავის აღთქმას, დანაპირებს – თავისი მადლით, თავისი სიტყვით, თავისი სიყვარულით ის არის ჩვენში და ჩვენ შორის იმყოფება და მოქმედებს” – შიო III

შეგვეწიოს უფალი, რომ ყოველთვის გვესმოდეს ქრისტეს ხმა და ვუპასუხოთ მას სიწმინდისაკენ, სრულყოფილებისკენ სწრაფვით და იმით, რომ ჩავწვდეთ ცხოვრების უმთავრეს მიზანს – პირველად ვეძიებდეთ ღვთის სასუფეველს, – ამის შესახებ უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიმა, შიო III-მ სულთმოფენობიდან მეორე კვირას ქადაგებისს განაცხადა.

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა! ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, პატიოსანნო მამანო, ძმებო და დებო! გილოცავთ სულთმოფენობიდან მეორე კვირას!

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ღირსი ათონელი მამების ხსენებას. შეგახსენებთ, რომ სულთმოფენობას ეკლესია ზეიმობდა თავისი დაარსების, დაბადების დღეს. პირველი კვირა სულთმოფენობიდან ეძღვნებოდა ყველა წმინდანის ხსენებას. დღეს კი წმინდა ეკლესია მოგვიწოდებს ღირსი ათონელი მამების განდიდებისკენ, ასევე ხსენებაა რუსეთში მოღვაწე წმინდანებისა.

როგორც მითქვამს თქვენთვის, ეს კვირა დღეები სულთმოფენობის შემდეგ დადგენილია იმის ნიშნად, იმის დასტურად, რომ სულთმოფენობის შემდეგ, სულიწმინდის გარდამოსვლის შემდეგ წმინდა ეკლესია წარმოშობს დიდ ადამიანებს, წმინდანებს, რომლებსაც უნდა მივბაძოთ და რომელთა ლოცვით, რომელთა მაგალითით, რომელთა მოხსენიებით ვიკურთხებით და განვიწმინდებით.

დღეს, როცა ვიხსენებთ იმ მოსაგრეებს, რომლებმაც მოციქულების მსგავსად, ყველაფერი მიატოვეს და ქრისტეს შეუდგნენ, წაკითხული იყო სახარება უფალ იესო ქრისტეს მიერ თავისი პირველი მოწაფეების გამორჩევის შესახებ. მან მოუწოდა პეტრეს, ანდრიას, იაკობს, იოანეს და სულ რამდენიმე სიტყვა უთხრა: მოდით და შემომიდექით მე და გყვნე თქვენ მესათხევლე კაცთა (მთ. 4, 19). მათ მყისიერად დატოვეს ყველაფერი – მათი საქმიანობა, ოჯახები და გაჰყვნენ უფალს.

რატომ მოხდა ასე? ასე სწრაფად, ასეთი მონდომებით რატომ შეუდგნენ უფალს? რა იყო ამის მიზეზი?

როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, მიზეზი ასეთი მყისიერი შედგომისა არის ის, რომ მათ უფალ იესო ქრისტეში დაინახეს დიდი მადლი, დაინახეს უმჯობესი, უკეთესი, ვიდრე ოდესმე რამე ენახათ და გაეგონათ. ეს არის, საერთოდ, ადამიანური ბუნების თვისება: როდესაც იხილავს ან იგემებს რაიმე უმჯობესს, ადამიანი ტოვებს უარესს და ირჩევს ამ უმჯობესს. ამიტომაც გაჰყვნენ ისინი უფალს და მოხდა ზუსტად ის, რასაც შემდგომ უფალი იესო ქრისტე აღწერს თავის იგავებში: ყანაში დაფლული საუნჯის შესახებ და ძვირფასი მარგალიტის თაობაზე. ეს არის ყველაზე მოკლე იგავები სახარებისა.

განაგრძეთ კითხვა…

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • უკვე მე-3 დღეა, ოჯახი კახეთში 39 წლის გიორგი გიორგანაშვილს ეძებს
  • “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საქართველოში კვლავ რჩება არაერთი გამოწვევა, რომელიც თანმიმდევრულ და ეფექტიან რეაგირებას საჭიროებს” – სახალხო დამცველი
  • “ჩავწვდეთ ცხოვრების უმთავრეს მიზანს…” – რა განაცხადა პატრიარქმა შიო III-მ დღევანდელი ქადაგებისას?

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge