მარნეულის სოფელ იმირში მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახნენ.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია 24 News ge ავრცელებს და წერს, რომ Kia-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი მიკროავტობუსს მაშინ შეეჯახა, როდესაც ის გასწრებას ცდილობდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაწყებულია გამოძიება.
