მიხეილ ყაველაშვილი „სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში გამართულ მოხალისეობრივ გარბენს შეუერთდა. მისი განცხადებით, ჯანსაღი ცხოვრების წესი არა მხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობას, არამედ პროფესიულ მოტივაციასა და საქმიანობის ეფექტიანობასაც უწყობს ხელს.
“ჯანმრთელი ადამიანი მოტივირებულია უფრო თავის საქმეში და ამიტომ ეს გარდა იმისა, რომ ჯანმრთელობას ემსახურება, ასევე არის ენთუზიაზმი იმისა, რომ აკეთო უკეთესად შენი საქმე. ჩვენ დაწყებული გვაქვს ეს პროცესი, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ჩართული და დაკავებული ჯანსაღი ცხოვრებით” – თქვა ყაველაშვილმა, რომელიც სტუდფესტი 2026-ის ფარგლებში გამართულ მოხალისეობრივ გარბენს შეუერთდა.
