Sunday, June 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ძალადობის კადრებზე – “ხვალაც შეიძლება დანაშაული მოხდეს”

June 13, 2026
მამუკა მდინარაძე ძალადობის კადრებზე – “ხვალაც შეიძლება დანაშაული მოხდეს”

“ფაქტი 4 წლის განმავლობაში მიჩქმალული იყო” – ასე ეხმაურება სამართალდამცველი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მამუკა მდინარაძე “მელაძის შაბათის მიერ” გავრცელებულ კადრებს, რომელიც პოლიციაში წამებისა და არაადამიანურ მოპყრობას ასახავს.

მისი თქმით, “ხვალაც შეიძლება დანაშაული მოხდეს, 45 000 ადამიანში ვიღაცამ შეიძლება შეარცხვინოს კვლავ პოლიციის მუნდირი”.

ამის გარანტიას ვერავინ ვერავის ვერ მისცემს ვერასდროს. ვერც მე მივცემ მოსახლეობას გარანტიას, რომ ხვალ პოლიციელი რაღაც დანაშაულს არ ჩაიდენს, 45 000 ადამიანიდან რომელიღაცა. მაგრამ გარანტიას მე მივცემ იმისა, რომ დაუსჯელი ვერ დარჩება ვერცერთი… ყველას ვაფრთხილებ პოლიციელი იქნება თუ სხვა ადამიანი, რომელიც პოლიციელის დისკრედიტაციას შეეცდება. ერთის მხრივ პოლიციელის მუნდირის, გმირი ხალხის შეურაცხყოფას არავის გავუტარებ და მანიპულაციებით მათი დისკრედიტაციის კამპანიას, ისე როგორც გუშინ ვნახეთ, რომ იცოდნენ რომ დაკავებული იყო და ანონსში ეს შეგნებულად არ ჩასვეს და მეორეს მხრივ, პოლიციელი იქნება თუ რომელიმე უწყების სხვა წარმომადგენელი, მათაც პოლიციელის მუნდირის შეურაცხყოფას არ გავუტარებ” – ამბობს მამუკა მდინარაძე იმედის ეთერში.

მდინარაძე ამბობს, რომ დანაშაულის შესახებ მიმდინარე წლის თებერვალში გენერალურმა ინსპექციამ და სუს-მა, მიიღეს ინფორმაციები, რომ 4 წლით ადრე ჰქონდა დანაშაულებრივ ფაქტს ადგილი.

მისივე თქმით, “შეტყობინება 2022 წელს, როცა ეს დანაშაული მოხდა, არ იყო დაფიქსირებული არსად, არც დაზარალაებულებს მიუმართავთ არავისთვის და 4 წლის განმავლობაში ეს იყო მიჩქმალული ფაქტი”.

“რაც შეეხება ამ მართლაც საშინელ ფაქტს, მიმდინარე წლის თებერვალში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრაქტიკულად 4 დღის განმავლობაში სამართალდამცავმა სისტემამ მოახერხა ძალიან მცირე ინფორმაციიდან გასულიყო ბოლომდე და 3-4 დღის განმავლობაში შედეგი დადებულიყო და დაკავებული ყოფილიყვნენ მოძალადე პოლიციელები. 19 თუ 20 თებერვალს, გენერალურმა ინსპექციამ, ჩვენმა სამსახურმაც მაშინ – სუს-მა, მიიღეს ინფორმაციები, რომ 4 წლით ადრე ჰქონდა დანაშაულებრივ ფაქტს ადგილი, საზარელ ფაქტს, როგორც ხედავთ კადრებში და ამის შესახებ არცერთი შეტყობინება, არცერთი ინფორმაცია არ იყო არსად.

შეტყობინება 2022 წელს, როცა ეს დანაშაული მოხდა, არ იყო დაფიქსირებული არსად, არც დაზარალაებულებს მიუმართავთ არავისთვის და 4 წლის განმავლობაში ეს იყო მიჩქმალული ფაქტი, ამიტომ რეაგირება ბუნებრივია ვერ იქნებოდა, არავისთვის ეს ცნობილი არ იყო, მაგრამ იმის გამო, რომ გადაღებული კადრები 1-2 ადამიანთან მოხვდა, ისევ თავის წრეში დაატრიალეს, ასე ვთქვათ, ამის შესახებ მიღებული იყო ინფორმაცია და ამაზე იყო მყისიერი რეაგირება” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ სანქცირებული სამთავრობო TV იმედის ეთერში.

“შაბათის ეთერის მიერ მოპოვებული” ვიდეო-კადრებით დგინდება, რომ მოქალაქეთა წამების კადრებს პოლიციელები თავად იღებდნენ და საერთო ჩათში აგზავნიდნენ – TV პირველის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ამ ეტაპზე 5 ვოდეო-მასალაშის მოპოვება შეძლეს, სადაც პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები ჩანს – სახეზეა მინიმუმ სამი დაზარალებული.

ერთ-ერთი ვიდეომასალაში ცხადად ჩანს იძულება – უარის შემდეგ ახალგაზრდა კაცს, თავს კედელზე არტყმევინებენ.

პოლიციაში დაკითხვაზე მიყვანილი ახალგაზრდების წამების ზოგიერთ კადრში შესაძლებელია, სავარაუდო მოძალადე პოლიციელების გარჩევა, ისმის მათი ხმები და ჩანს ნაწილის სახეც.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა ღირს 1 გრამი ოქრო – ახალი მონაცემები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში – ავტომობილი თხრილში ჩავარდა
  • „სეტყვა, წვიმა, ელჭექი…“ – ხვალიდან საქართველოში ამინდი უარესდება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge