Friday, June 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გრიგოლ ლილუაშვილის საქმე – რა ჩვენება მისცა მოწმემ სასამართლოში

June 12, 2026
რატომ დახურეს გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა – პროკურორის განმარტება

თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის სხდომა გაიმართა.

დღევანდელ პროცესზე ერთ-ერთი ქოლ-ცენტრის მეწილე დაიკითხა. პროკურატურის მტკიცებით, აღნიშნულ ქოლცენტრს სუს-ი მფარველობდა.

მოწმემ სასამართლოში დაადასტურა, რომ მფარველები ნამდვილად ჰყავდა, თუმცა ხელი კონკრეტულად გრიგოლ ლილუაშვილისთვის არ დაუდია.

საქმის პროკურორის განცხადებით, მოწმისთვის ცნობილია, უშუალოდ როგორ საქმიანობდა, ვინ იყო წილში შესული ამ ქოლ-ცენტრის, ვინ უწევდა მფარველობას და ვინ იყვნენ სხვა მეწილეები, რომლებიც “წარმოადგენდნენ გრიგოლ ლილუაშვილის ახლო გარემოცვას”.

ამ პიროვნებისთვის ბევრი დეტალი არის ცნობილი, ქოლ-ცენტრი უშუალოდ როგორ საქმიანობდა, ვინ იყო წილში შესული ამ ქოლ-ცენტრის, ვინ უწევდა მფარველობას, ასევე ის საუბრობს სხვა მეწილეებზე, რომლებიც წარმოადგენდნენ გრიგოლ ლილუაშვილის ახლო გარემოცვას და ეს ახლო გარემოცვაც და უშუალოდ სხვა მეწილეებიც დაკითხულები იქნებიან ამავე სისხლის სამართლის საქმეზე. გრიგოლ ლილუაშვილი მისი პოზიციიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ყველა პირთან ფიზიკურ კომუნიკაციას არ დაამყარებდა და უშუალოდ ყველა პირის ხელიდან თანხას არ მიიღებდა, მას ჰყავდა მისთვის სანდო პირები ამ ქოლ-ცენტრში და შესაბამისად, მათთან ჰქონდა ამასთან დაკავშირებით ურთიერთობა. 

ჯერ-ჯერობით ამ კონკრეტულ პირს არ აქვს ბრალდებულის სტატუსი, თუმცა ბრალდებულის სტატუსის არ ჰქონდა და ამით აპელირება, რომ ისინი ცრუ ინფორმაციას იძლევიან, არ არის რეალური იმიტომ, რომ ჩვენ არ ვეყრდნობით ერთი ან ორი პირის მოწოდებულ ინფორმაციას, ჩვენ ამ მოწმეების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ვაჯერებთ იმ აუდიო-ვიდეო მასალასთან, რაც საქმეში არსებობს,” – განაცხადა პროკურორმა. 

გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატის, ლანა ცერცვაძის თქმით, სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხული პირები წესით ბრალდებულები უნდა იყვნენ, თუმცა ისინი თავისუფლებაზე იმყოფებიან, შესაბამისად, სავარაუდოა, რომ “ისინი “თავიანთი ჩვენებით ვაჭრობენ”.

დასახელებული პირები ვერანაირად ვერ ასახელებენ მათ შემხებლობას ბატონ გრიგოლ ლილუაშვილთან, შესაბამისად მე, როდესაც ვსაუბრობ, რომ ისინი ვაჭრობენ თავიანთი ჩვენებით და თავიანთი თავისუფლებაზე გაცვლილი ჩვენებით, სწორედ ამას ვგულისხმობ, რომ ფაქტია, რომ პირები, რომლებიც ბრალდებულის სტატუსის მატარებლები უნდა იყვნენ, დღეს ისინი იმყოფებიან თავისუფლებაში და არანაირი შეზღუდვა მათ მიმართ დაწესებული არ არის,” – ამბობს ლანა ცერცვაძე. 

  • ლილუაშვილი პროკურატურამ გასული წლის დეკემბერში დააკავა. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • რაც შეეხება საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს კახაბერ გვანცელაძეს, მას „ატკატების“ აღებისთვის ბრალი გასული წლის დეკემბერში წარუდგინეს. პროკურატურის განცხადებით, გვანცელაძეს დიდი ოდენობით თანხის აღებაში ლილუაშვილი მფარველობდა და ამ სქემაში სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს სხვა თანამშრომლებიც ჰყავდა ჩართული.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • უშედეგო მოლაპარაკებები ბრიუსელში – რა უთხრეს “ოცნებას” დახურულ მოლაპარაკებებზე და რა პასუხი აქვს ივანიშვილის გუნდს
  • მუსიკალური შოუ დინამო არენაზე – შთამბეჭდავი კადრები Kanye West-ის კონცერტიდან
  • სტიქია კახეთში – ახმეტისა და თელავის სოფლები დაისეტყვა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge