ახმეტის სოფლებში სეტყვამ ვენახები დააზიანა – როგორც გამოცემა მთავარი ამბები კახეთიდან წერს, დასეტყვილია ახმეტის მუნიციპალიტეტი სოფლები, მათ შორის ახშანი, ჩაბინაანი, ზემო ხოდაშენი, ხორხელი და ქისტაურის ნაწილი.
მათივე ცნობით, ქარი და სეტყვა დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა, რის შედეგადაც ძირითადად ვენახები დაზიანდა. რა ფართობია დასეტყვილი და რა მასშტაბის ზარალი მიიღეს ფერმერებმა, ჯერჯერობით უცნობია.
