საპატრულოს დირექტორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა, – ამის შესახებ შსს-სთან დაკავშირებული Facebook-გვერდი “ყველაფერი პოლიციის შესახებ” ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, პოლიციის პოლკოვნიკმა შალვა ბარელაძემ თავისი გადაწყვეტილებით დატოვა თანამდებობა და გადავიდა კადრების განკარგულებაში.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ პოლიციის პოლკოვნიკმა შალვა ბარელაძემ თავისი გადაწყვეტილებით დატოვა თანამდებობა და გადავიდა კადრების განკარგულებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი გოგა მემანიშვილი დაინიშნა რომელიც აქამდე ამავე დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა.
ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსად პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი დავით მამაგეიშვილი დაინიშნა” – წერია ინფორმაციაში.
